დანიელე დე როსი იტალიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ მაჩში ვერ დაეხმარება.
30 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს კი შეუერთდა, მაგრამ მან აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო, რის გამოც, დე როსი იძულებული გახდა ნაკრები დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს. 11 და 15 ოქტომბერს, “სკუადრა აძურა” დანიასა და სომხეთს დაუპირისპირდება.