ფედერაციის თასის შარშანდელმა გამარჯვებულმა იტალიის ნაკრებმა ნახევარფინალში ჩეხეთის გუნდი 5:0 გაანადგურა და ბოლო ხუთი წლის მანძილზე მეოთხედ მიაღწია ფინალს.
პირველი სამი გამარჯვება იტალიელებს, რომელთაც ჩეხები რომაულ თიხნარზე მიიღეს, გამოცდილმა მეჩოგნეებმა – ფლავია პენეტამ (2) და ფრანჩესკა სკიავონემ (1) – მოუტანეს.
თასის ორგზის – 2006 და 2009 წლების – გამარჯვებულები ნოემბერში გასამართ ფინალში ან რუსეთს, ან აშშ-ს შეეხლებიან.







