კალათბურთი

15:41 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელი შესარჩევ მატჩებს შინ ვერ ჩაატარებს

ისრაელის საკალათბურთო ნაკრებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საშინაო შესარჩევი მატჩების ჩატარება ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოუწევს. აღნიშნულის მიზეზი ისრაელსა და პალესტინას შორის გაჩაღებული კონფლიქტია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფიბა-ევროპამ ებრაელებს ცვლილებების შეტანა მხოლოდ პირველ საკვალიფიკაციო მატჩზე (ჩერნოგორიასთან) მოსთხოვა, ახლა კი, ვერდიქტი სამივე საშინაო შეხვედრაზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრები ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ B ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ჩერნოგორია, ბულგარეთი და ჰოლანდია ეყოლება.

უკვე ცნობილია, რომ ისრაელი ჩერნოგორიასთან “საშინაო” მატჩს 10 აგვისტოს კვიპროსულ ნიქოზიაში ჩაატარებს და ალბათ, იქვე შედგება ჰოლანდიასთან და ბულგარეთთან თამაშებიც, შესაბამისად, 24 და 27 აგვისტოს.

0.12416