როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის „ბარსელონამ“ და მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი სეზონი გამარჯვებებით დაიწყეს. გაცილებით იოლი მატჩი ჰქონდათ „კამპ ნოუს“ ბინადრებს, რომლებმაც „ლევანტეს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩში მოვლენები ძალზე სწრაფად წარიმართა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბარსელონელები ფეხბურთს მოწყურებულნი იყვნენ. ცხადია, „ლევანტე“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მეტოქისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო.
ალექსის სანჩესისა და ლიონელ მესის გოლების წყალობით, კატალონიელებმა მატჩის დებიუტშივე ცხადყვეს გამარჯვებულის ვინაობა. გასარკვევი ისღა იყო, რა ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე საფინალო სასტვენის შემდეგ. 24–ე წუთზე, „ბარსას“ უპირატესობა დანიელ ალვესმა გაზარდა, ორიოდ წუთში კი, პედრომაც გამოიჩინა თავი და ხერარდო მარტინოს გუნდს უპირატესობა გაუმყარა.
ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯერ ლეო მესიმ აქცია პენალტი გოლად, შემდეგ კი, ვეტერანმა ჩავიმ იხეირა და თავისი გუნდი შესვენებაზე უდიდესი უპირატესობით გაიყვანა. მე–2 ტაიმში, პედრო როდრიგესმა დუბლი გაიფორმა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში – 7:0 დააფიქსირა. კარგი მატჩი ჩაატარა სესკ ფაბრეგასმა, რომელმაც ერთბაშად 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. პრიმერაში დებიუტი ჰქონდა ნეიმარს – ბრაზილიელმა მოედანზე თითქმის ნახევარი საათი გაატარა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.
შედარებით რთული მატჩი ჰქონდა „რეალს“, რომელმაც „ბეტისი“ ახალწვეული ისკოს გოლით დაამარცხა. მატჩი მადრიდელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო – მე–14 წუთზე, სედრიკ მაბვატიმ სოლორეიდი განახორციელა და ხორხე მოლინას უპასა, ამ უკანასკნელს კი, გატანა არ გასჭირვებია.
„რეალმა“ წონასწორობა 10 წუთში აღადგინა – კარიმ ბენზემამ ისკოს პასი აქცია გოლად. მატჩს გადამწყვეტი ეპიზოდი 86–ე წუთზე დადგა – ისკომ მარსელოს ჩაწოდებულს თავი დაჰკრა და სადებიუტო მატჩში საგოლე პასთან ერთად გოლიც მიითვალა – 2:1.
კარგად დაიწყო სეზონი დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“, რომელიც „სევილიას“ ეწვია და 3:1 დაამარცხა. სტუმრად იმარჯვა „გრანადამ“ – ლუკას ალკარასის შეგირდებმა „ოსასუნას“ 2:1 სძლიეს.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 73812
ბარსელონა – ლევანტე 7:0 (6:0)
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ადრიანო, მასკერანო, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, პედრო (ტელიო 75), სანჩესი (ნეიმარი 65), მესი (ინიესტა 71).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ლევანტე: ნავასი, ლოპესი, ნავარო, როდასი, ხუანფრანი, პინტუ (ელ–ადუა 46), სიმანი (პალიარდო 46), ელ–ზჰარი (ივანშიცი 64), გარსია, კსუმეტრა, ბარალი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლები: 1:0 სანჩესი (3), 2:0 მესი (12), 3:0 ალვესი (24), 4:0 პედრო (26), 5:0 მესი (42პ.), 6:0 ჩავი (45), 7:0 პედრო (73)
გაფრთხილებები: ნეიმარი (88) – ბარალი (28), ელ–ადუა (50), როდასი (68), კსუმეტრა (78)
კარში დარტყმა: 22 (13) – 4 (1) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 78% - 22% სეივი: 1 – 6
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 65000
რეალი – ბეტისი 2:1 (1:1)
რეალი: ლოპესი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, ხედირა (კასემირო 56), მოდრიჩი, იოზილი (დი მარია 69), ისკო, რონალდუ, ბენზემა (მორატა 81).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ბეტისი: ანდერსენი, ჩკა, პერკისი, პაულანი, ნაჩო, მატილია, იგებორი, ვერდუ (როდრიგესი 79), ხუანფრანი (ვადილიო 70), მაბვატი (კარლოსი 62), მოლინა.
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 0:1 მოლინა (14), 1:1 ბენზემა (26), 2:1 ისკო (86)
გაფრთხილებები: მოდრიჩი (50) – მატილია (30), ჩიკა (90)
კარში დარტყმა: 22 (9) – 12 (4) ჯარიმა: 11 - 20 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 9 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 3 – 7
პამპლონა. „ელ სადარი“. 15000
ოსასუნა – გრანადა 1:2 (0:2)
ოსასუნა: ფერნანდესი, ლოტიე, ბერტრანი, ორიოლი, არიბასი, პუნიალი, დე ლას კუევასი, არმენტეროსი, სეხუდო (სისი 46), ლოე (სანხურხო 46), ნუნიესი (რიერა 66).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი, მურილიო, იებდა, იტურა, ბრაიმი (ფატო 86), ბენიტესი (გარსია 78), პიტი (რიკო 88), ელ–არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლები: 0:1 ელ–არაბი (37), 0:2 იებდა (45), 1:2 პუნიალი (58)
გაფრთხილებები: ლოე (27) – იებდა (32), პიტი (48), რობერტო (77), ნიომი (90)
კარში დარტყმა: 14 (5) – 13 (4) ჯარიმა: 15 - 17 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 4
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.
სევილია – ატლეტიკო 1:3 (1:1)
სევილია: ბეტუ, პარეხა (კონდოგბია 46), ფასიო, კოკე, მორენო, რაკიტიჩი, მარინი, იბორა (პუერტო 63), პეროტი, მაჩინი, ბაკა (გამეირო 73).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, თურანი (ოლივერი 58), კოკე (როდრიგესი 81), ვილია (ბაპტისტანი 70), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კოსტა (35), 1:1 პეროტი (37), 1:2 კოსტა (79), 1:3 როდრიგესი (90)
გაფრთხილებები: პეროტი (44), კონდოგბია (50), კოკე (75), მარინი (85), მაჩინი (86) – თურანი (1), გაბი (49), მირანდა (56), ოლივერი (66)
კარში დარტყმა: 14 (5) – 16 (6) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 1 - 9 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 3 – 4
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არგენტინას და ბრაზილიას ყოველთვის ძლიერი ფეხბურთელები ყავდა,ახალ თაობებში კი ეს ჯერჯერობით არ ჩანს
ბრაზილია და არგენტინა მართლაც განსაკუთრებული ქვეყნებია ფეხბურთში.
რის გამოც ეს სპორტი გვიყვარს, აი მაგ "რაღაცის" გამკეთებელი ფეხბურთელების ალბათ 80 პროცენტი ამ ორ ქვეყანაში იბადება.
საფეხბურთო ისტორიას რომ გადაავლო თვალი,ბრაზილიელების შემდეგ,არგენტინას ყველაზე მაგარი ფეხბურთელები ყავდა.ნუ ბრაზილიელები ცალკე დგანან,ტიპებს ლამის 10 პელე ყავთ)))
მესის 2014 უნდა მოეგო რადგან 2010 და 2014-ში ძლიერი ნაკრები ყავდა არგენტინას.არა ისეთი როგორიც 2002 და 2006 მაგრამ მაინც.ნუ დიმარიას ტრავმამც იმოქმედა იმ ფინალზე და ასევე მსაჯობამაც
ყველაზე მაგარი თაობა არგენტინას ყავდა მარადონადან მესიმდე პერიოდის შუალედში.ნუ პრინციპში მარადონაც მოესწრო 1994-ში და მესიც 2006-ში მაგ მაგარ თაობას მაგრამ ერთი ასაკში იყო უკვე თან მოხსნეს ტურნირიდან და მეორე პატარა იყო ჯერ
პარედესი დეპაული ენცო და მაკალისტერი გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები და რიკელმე ვერონი რედონდო აიმარი დარჩნენ ისე)))უცნაურია ცხოვრება)))ახალი თაობიდან ხულიან ალვარესს შეუძლია დიდი ფეხბურთელობა.ნუ ლაუტაროზე ვერაფერს ვიტყვი,ხან თამაშობს კარგად,ხან წაუმზევებს)))
სავიოლაც არ იყო ცუდი კარიერის სტარტზე,იგივე პასტორესგანაც იყო გარკვეული მოლოდინი.ორტეგაც დებდა კარგ დონეს და დიბალასაც მეტი შეეძლო
რამდენი მაგარი ფეხბურთელი ყავდა არგენტინას და მესი-მარადონა მაინც ცალკე დგანან.დავიწყოთ დისტეფანოთი რომელიც უნდათ თუ არ უნდათ მაინც არგენტინელია და გავაგრძელოთ კემპესით,ბატისტუტათი,სივორით.ასევე რიკელმე ვერონი დიმარია პასარელა აგუერო კრესპო ტევესი რედონდო ძანეტი ბერტონი ბურუჩაგა აიმარი მასკერანო კამბიასო სიმეონე და ასე შემდეგ.ნუ ლავეცებზე მილიტოებზე და იგუანებზე აღარაფერს ვიტყვი.თუმცა ლავეცი კაი ტეხნარი იყო
აი თუნდაც შარშან ამ დროს ასეთი სტატიის ქვეშ კამათი იქნებოდა კომენტარებში.
ახლა კი - სრული სიმშვიდე )))
მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ დახურა ეს საკითხი.