ფეხბურთი

18:28 | 17.06.2013 | ნანახია 615 - ჯერ

ისკო: “რეალისა” და “სიტის” წინადადებები მაქვს”

ესპანური “მალაგას” ნახევარმცველმა ისკომ განაცხადა, რომ ხელში მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” კონკრეტული წინადადებები უჭირავს. ახალგაზრდა ესპანელი არჩევანს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

“ორი წინადადება მაქვს. “რეალსა” და “სიტის” ჩემი შეძენა სურთ. იმედია, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც ჩემთვისაც და “მალაგასთვისაც” მომგებიანი იქნება. ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემი ვალდებულებები მაქვს. ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ “რეალიცა” და “სიტიც” დიდი კლუბები არიან. ამ ეტაპზე, მხოლოდ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მინდა. რამდენად სერიოზულადაა საქმე? ორივე კლუბის წინადადება მაგიდაზე მიდევს”, - უთხრა ისკომ Aშ-ს.

ცნობისათვის, პრიმერას გასულ სეზონში, ისკომ 37 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066435
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
615