ესპანური “მალაგას” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ისკო დარწმუნებული არაა, რომ ის მომდევნო სეზონშიც ანდალუსიურ გუნდში ითამაშებს.
“იმ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც უკეთესი “მალაგასთვის” იქნება. არავინ იცის, რა მელის მომავალში. არც მე.
ამჟამად, ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილ ორ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. მომდევნო თვისთვის ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდე, რადგან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გველის.” – ავრცელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ისკოს შეძენით დაინტერესებულნი “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან.