ფეხბურთი

23:16 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისევ შარშანდელი ფინალი თუ?

 

2013 წელს საქართველოს თასის ფინალში თბილისის “დინამომ” საჩხერის”ჩიხურას” 3:1 მოუგო. განმეორდება იგივე ფინალი? ამას პასუხი მალე გაეცემა, გორსა და ივანწმინდაში გაირკვევიან ფინალისტები. 

“დილა” ერთადერთი უმაღლესლიგელია, რომელსაც ამ სეზონში (ჩემპიონატში) თბილისის “დინამოსთან” არ წაუგია. ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა. რაც შეეხება პირველ სათასო ნახევარფინალს, “დილა” თბილისში თითქოს კარგად იცავდა თავს, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლი გაუშვეს – ჩისკოს ჩაწოდებას ოთარ მარცვალაძის გოლი მოჰყვა და მეტი ბურთი აღარ გასულა.

სავარაუდოდ, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ბევრი გულშემატკივარი იქნება და დიდი შანსია, ტრიბუნები გაივსოს კიდეც. ”დილა”, რომელიც გასულ 2 სეზონში ევროტურნირებზე რიგიანად გამოვიდა, მორიგ ევროსაგზურს უმიზნებს, ეს კი თასის აღების გარეშე წარმოუდგენელია – გორელები ხომ ქვედა ექვსეულში არიან.

“დილა” ქვედა ექვსეულში შედეგიანად ვერ თამაშობს და ჩანს, რომ მთელი აქცენტი “დინამოსთან” მატჩზე აქვს გადატანილი. “დილას” ახლანდელ თავკაც გია გიგატაძის გაწვრთნილ გუნდს ერთხელ უკვე უთამაშია ფინალში: როცა ქუთაისის “ტორპედომ” პენალტების სერიაში წააგო “გაგრასთან”.

“დინამო” წყვილში ფავორიტად რჩება, თუმცა რთული მატჩი ელის გორში.

რაც შეეხება მეორე წყვილს,”ჩიხურამ” ქობულეთში 2:1 სძლია “შუქურას” და ბუნებრივია, აშკარა ფავორიტად მოიზარება ფინალში გასვლისა. “შუქურას” ნახევარფინალში გასვლაც დიდი სიურპრიზი იყო – ქობულეთელებმა “ვიტ ჯორჯია” და “მერანი” გამოთიშეს. ისინი სენსაციის მოხდენას ეცდებიან და “ჩიხურას” ფხიზლად ყოფნა მართებს.

გორელებისა არ იყოს, ჩემპიონატში საჩხერელებიც ცუდად ატარებენ ბოლო მატჩებს და აშკარაა, მთელი აქცენტი თასზე აქვთ გადატანილი.         


თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები

23.04. 16:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”

დილა (გორი) – დინამო (თბილისი) (I მატჩი 0:1)

მსაჯები: გ.ვადაჭკორია; ზ.მენთეშაშვილი,ი.უკლება; დ.ხარიტონაშვილი. ბ.ნინუა (პირველი დამატებითი ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (მეორე დამატებითი ასისტენტი)

 

23.04. 16:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”

ჩიხურა (საჩხერე) – შუქურა (ქობულეთი) (I მატჩი 2:1)

მსაჯები: ლ.სილაგავა; ლ.თოდრია, ბ.სიჭინავა; ლ.კვარაცხელია

0.131978