ესპანეთის ელიტალურ ლიგაში მეორე ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულმა ბასკებმა საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” უმასპინძლეს და ხასიათი არც ამჯერად გაიფუჭეს. კვლავ გაიტანა ადურიცმა, ეს მოხდა პირველ ტაიმში, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში იტურასპემ და მუნიაინმა “რეალის” ყოფილი მეკარის ხესუს ფერნანდესის კარი თითოჯერ აიღეს.
აღსანიშნავია რომ ‘’ლევანტეს’’ ამჟამინელი მწვრთნელი ხოსე მენდილიბარი ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა. 2005 წელს რამდენიმე თვით მენდილიბარი ბასკური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, ხოლო ზემოთ ხსენებული მეკარე ხესუს ფერნანდესი “ნუმანსიაში’’ ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობ მიკელ ალვაროს თანაგუნდელი იყო.
დავუბრუნდეთ “ატლეტიკს,” ბასკური კლუბი მშვენიერ ფორმაშია, სან მამესზე თამაში არამარტო “ლევანტეს” ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბებსაც გაუჭირდებათ. მწვრთნელ ვალვერდეს როლი კი გუნდში საკმაოდ დიდია, მაღალი კლასის ფეხბურთელთა სიმცირის აღმოფხვრა სწორედ გუნდური თამაშითაა შესაძლებელი.
ჰავენააარით, მატოსითა და კარტაბიათი გაძლიერებულმა “კორდობამ” მიმდინარე სეზონი “რეალთან” მარცხით დაიწყო. მასპინძლები აგებდნენ და გამათანაბრებელი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, “ვალენსიას” ყოფილმა ცაციამ ფედერიკო კარტაბიამ ანგარიში მე-60 წუთზე გაქვითა, ხოლო სტუმართა ერთადერთი გოლი ჩილელმა ფაბიან ორელანამ პირველ ტაიმში გაიტანა.
დღის ბოლო, მესამე მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა ურთულეს ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. მართალია ესპანელი კომენტატორი ხშირად ახსენებდა სიკეირას გვარს, თუმცა უკანაკსნელ წუთებში ბრაზილიელმა საკუთარ საჯარიმოში ვარდნის შემდეგ სულ ცოტათი ააცილა ბურთი მოიას კარს. კალდერონის ბინადრებს მირანდასა და მანჯუკიჩიკს გოლები ეყოთ პირველი სამი ქულის მოსაპოვებლად.
აღსანიშნავია, რომ მსაჯს “ეიბარის’’ ფეხბურთელთათვის ერთი ყვითელი ბარათიც არ უჩვეენებია, ხოლო მათგან თავი ამპლუით მცველმა აბრაჰამმა გამოიჩინა.
ატლეტიკი – ლევანტე 3:0 (1:0)
ბილბაო. “სან მამესი.” 48 300
ბილბაო: ირაისოსი, სან ხოსე, ბალენზიაგა, ლაპორტე, ბენატი (უნაი ლოპესი 69), იტურასპე, მიკელ რიკო (გურპეგი 76), ადურიცი, მუნიაინი, დე მარკოსი, იბაი (ვიგუერა 79)
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ლევანტე: ხესუს ფერნანდესი, დავიდ ნავარო, პედრო ლოპესი, კარაბელასი (ივანი 7), ვინტრა, სიმაო ჟუნიორი, ხუმეტრა, ვიქტორ პერესი (რაფაელ მარტინსი 74), ვიქტორ კამარასა, დავიდ ბარალი ( ელ ზარი 62), ხოსე ლუის მორალესი
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0 ადურიცი (32), 2:0 იტურასპე (51), 3:0 მუნიაინი (76)
მსაჯი: პედრო პერესი
გაფრთხილება: სიმაო ჟუნიორი 23, დავიდ ბარალი 37, ივანი 50, ბალენზიაგა 66, ვინტრა 87
ბურთის ფლობა: 58%-42% დარტყმა: 4(1)-5(3) ჯარიმა: 22-17 თამაშგარე: 2-11 სეივი: 2-2 კუთხური: 2-11
კორდობა – სელტა 1:1 (0:0)
კორდობა. “ესტადიო ნუევო არკანხელი”. 15 982
კორდობა: ხუან კარლოსი, ინიგო ლოპესი, გუნინო, პანტიჩი, პინილოსი, ლოპეს გარაი (ერკენგი 72), ლოპეს სილვა, როსი, კარტაბია, ჰავენაარი (ხისკო ხიმენესი 79), მატოსი (ბორხა გარსია 46)
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
სელტა: სერხიო ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, პლანასი, ჯონი კასტრო, კრონ-დელი, ორელანა, ალექს ლოპესი( ფერნანდესი 64), რადოხა, ხოაკინ ლარივეი (ჩარლზი 78), ნოლიტო (ერნანდესი 85)
მწვრთნელი: მანუელ ბერიცო
გოლები: 0:1 ორელანა (52), 1:1 კარტაბია (60)
მსაჯი: ხოსე ტეიშეირა
გაფრთხილება: ჯონი კასტრო 22, კაბრალი 40, რადოხა 50, ეკენგი 75, ფერნანდესი 81
ბურთის ფლობა: 41%-59% დარტყმა: 4(3)-6(2) ჯარიმა: 14-16 თამაშგარე: 2-6 სეივი: 3-0 კუთხური: 1-6
ატლეტიკო – ეიბარი 2:1 (2:1)
მადრიდი, ვისენტე კალდერონი, 48 000
ატლეტიკო: მოია, მირანდა, ხუანფრანი, სიკეირა, გოდინი, გაბი, სუარესი, რაულ გარსია, კოკე, მანჯუკიჩი, გრიზმანი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ეიბარი: ხაბი ირურეტა, ბოვედა, აბრაჰამი, რაულ ნავასი, რაულ ალბენტოსა, ხავი ლარა, ჯონ ერასტი, დანი გარსია, ანდერ კაპა, მიკელ არუაბარენა, ანხელი
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გოლები: 1:0 მირანდა (11), 2:0 მანჯუკიჩი (25), 2:1 აბრაჰამი (34)
მსაჯი: ედუარდო პრიეტო
გაფრთხილება: მარიო სუარესი 54, კოკე 64, გაბი 74
ბურთის ფლობა: 43%-57% დარტყმა: 13(7)-5(3) ჯარიმა:12-18 თამაშგარე: 2-0 სეივი: 1-4 კუთხური: 5-5