ფეხბურთი

0:11 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ “მანჩესტერი”, ისევ ვან პერსი

მოგეხსენებათ, Community  Shield ინგლისის სუპერთასია. ყოველ წელიწადს პრემიერლიგის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელს ხვდება. ამჯერად ამ მატჩს განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა, რადგან მრავალი წლის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელით უნდა წარმდგარიყო ქომაგების წინაშე. მათთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა. “მანიუმ” მოიესის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა.

მანჩესტერელებმა “უიგანს” კლასის ხარჯზე აჯობეს და ზუსტად იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც ჩემპიონშიპის წარმომადგენლის დამარცხებას ეყოფოდა. “უიგანი” ვაჟკაცურად იდგა, მაგრამ ოსტატობამ თავისი გაიტანა. შარშანდელი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ პირველი გოლი დასაწყისშივე გაიტანა – კარსონს თავით დაბალ კუთხეში დაურტყა. მეორე კი 59-ზე შეაგდო. ახლა მოიესის შეგირდები პრემიერლიგაში “სუონსისთან” შესახვედრად კარგი განწყობით მოემზადებიან. 

მანჩესტრი – უიგანი 2:0 (1:0)

11 აგვისტო. ლონდონი. “უემბლი.” 80 235

მანჩესტერი: დე ხეა, რაფაელი (სმოლინგი 16), ჯონსი, ვიდიჩი, ევრა, ზაჰა (ვალენსია 61), კარიკი, კლევერლი, გიგზი (ანდერსონი 67), უელბეკი (კაგავა 83), ვან პერსი (იანუზაი 84)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

უიგანი: კარსონი, ბოისი, პერჩი, ბარნეტი, კრეინი, მაკარტი (დიკო 86), უოთსონი (ესპინოზა 71), მაკარტური (მაკენი 61), მელონი (გომესი 71), ჰოლტი (ფორტუნე 61), მაკლინი (მაკმანამანი 62)

მწვრთნელი: ოუენ კოილი

გოლები: 1:0, 2:0 ვან პერსი (6, 59)

გაფრთხილება: მაკარტური (50), ესპინოზა (88); კლევერლი (90+1)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

0.121512