ფეხბურთი

0:24 | 25.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ისევ 0:3...

ჯერ თბილისის “დინამო”, ახლა – “ზესტაფონი”. დედაქალაქელთა მსგავსად, იმერულმა კლუბმაც ევროთასის განმეორებითი მატჩი სტუმრად 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ერთი განსხვავება ის გახლავთ, რომ ზესტაფონელებს საშინაო შეხვედრა არ დაუთმიათ, “დინამო” კი 2 თამაშის ჯამში 0:4 დამარცხდა.

სამწუხაროა, თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდს სლოვაკეთში წარმატების შანსი არც ჰქონია. საქმე მხოლოდ ანგარიშშიც არაა. ქართული კლუბის თამაშში არანაირი რესურსი არ იგრძნობოდა და არც ის სჩანდა, “ზესტაფონს” წარმატებისთის რის ხარჯზე უნდა მიეღწია.

ზლატე მორავცეში გამართულ მატჩში, ქართველ ფეხბურთელებს საქმე თავიდანვე გაურთულდათ. სლოვაკური კლუბის 31 წლის კაპიტანმა მარეკ იანეჩკამ უკვე მე-4 წუთზე გაიტანა და როდესაც მანვე ტაიმის მიწურულს სტუმართა კიდევ ერთი შეცდომით ისარგებლა, ცხადი გახდა, რომ “ზესტაფონს” სასწაულიღა გადაარჩენდა – გეგუჩაძის გუნდი 2 გოლის გამტანი არ სჩანდა...

შეხვედრის მე-2 ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა და თავი ისევ ტრნაველებმა გამოიჩინეს. ზესტაფონელთა ბრაზილიელმა მცველმა რენე სანტოსმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია და ერიკ საბომ პენალტი ზუსტად შეასრულა.

უეფას ევროპა ლიგა-2014/2015. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი. ზლატე მორავცე (სლოვაკეთი)

სპარტაკ ტრნავა (სლოვაკეთი) – ზესტაფონი (საქართველო) 3:0 (2:0)

სპარტაკი: რუსოვი, სივა, იანეჩკა (ხოვანეცი, 84), ბორტელი, ტოტი, ჩონკა, მიკოვიჩი (მიკინიჩი, 80), ვლაშკო, კასადო, საბო, შრანცი (შპალეკი, 76).

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე (გრიგალაშვილი, 72), გურული, რენე სანტოსი, ჭელიძე, კუხიანიძე, შარიქაძე, დოლიძე, გეწაძე (ფანცულაია, 53), გელაშვილი, დვალი (გვალია, 46).

გოლები: იანეჩკა (4, 43), საბო (60 პენ.).

გაფრთხილება: შრანცი (36), იანეჩკა (53), მიკოვიჩი (73) – დოლიძე (85), შარიქაძე (92).

მსაჯი: კალკავანი (თურქეთი).


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:49 | 12.08.2014
shotai-olimpi (2773)

რუსთავში ადგილობრივმა 8 ფეხბურთელმა ითამაშა რაც ბოლოს 12 წლის წინ მოხდა ასე უნდა იყოს ყველა კლუბში!!

17:23 | 12.08.2014
dattt (561)

დალაგდება ყველაფერი, ცოტა მოფერიანდებიან გუნდები და ჩემპიონატშიც და გუნდებშიც ისეთი პრემიალური სისტემაა, წავა ხოცვა ჟლეტა თითოეულ ქულაზე

16:13 | 12.08.2014
BEERTRANCE (97819)

aristokrat-gio ჩემპიონატი არაა, დოღია დოღი DDDDDDDDDDDDD

16:35 | 12.08.2014
aristokrat-gio (678)

15:30 | 12.08.2014
levani82 (41682)

ბომბარდირებთან ერთად საგოლე პასის ავტორებიც დაწერეთ

15:14 | 12.08.2014
akhali (10761)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/68131-eqskluzivi-themur-qecbaia-icith-bolo-ori-thve-rithi-var-dakavebuli.html')>0?'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/68131-eqskluzivi-themur-qecbaia-icith-bolo-ori-thve-rithi-var-dakavebuli.html':'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/68131-eqskluzivi-themur-qecbaia-icith-bolo-ori-thve-rithi-var-dakavebuli.html'))
მხოლოდ ერთი ჩვენი გუნდი გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და ყველამ ნახა, რამხელა ზეიმი იყო. 40 წუთი დამჭირდა, სტადიონამდე დარჩენილი 200 მეტრი რომ გამევლო, ტრიბუნები კი სრულად შეივსო. ყველამ დაინახა, რაც 7 აგვისტოს, მატჩის დღეს თბილისში ხდებოდა.

ამიტომაც მსურს, მივმართო პოლიტიკოსებს - რომელი თქვენგანი ან სხვა სპორტის სახეობის გუნდი მოახერხებს ამდენი ხალხის შეკრებას? ამიტომ, მომხდარს გათვალისწინება და გაანალიზება სჭირდება.

19:01 | 12.08.2014
bagdatski3 (379)

საქართველო რუმინეთი: ერთა თასის ფინალი, კიბეებზეც ვეღარ ეტეოდა ხალხი

16:40 | 12.08.2014
Komagi (25)

2 წელი დილამ პლეიოფი ითამაშაა და მაინც გვშლიდნენ და არა 5 ფეხბურთელის წასვლით არამედ ძიერულად დაა რა გაკვირვება იყო ახლა ეს :*

16:12 | 12.08.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ ზედმეტი მოუვიდა ახლა სხვა სპორტის სახეობებზე კბენა.

15:03 | 12.08.2014
aristokrat-gio (678)

ეს ჩემპიონატი კი არა არ ვიცი რა არის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065034