კალათბურთი

17:59 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისეც მარცხი, ამჯერად – ჰოლანდიასთან

ევროპულ ასპარეზზე საქართველოს ასაკობრივ საკალათბურთო ნაკრებების წარუმატებლობას ბოლო არ უჩანს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, 20-წლამდელთა გუნდი A დივიზიონს უკვე გამოეთხოვა, 18-წლამდელები კი ისედაც B  დივიზიონში ირჯებიან, თუმცა, მოგებას ვერც იქ ახერხებენ.

მაკედონიის ქალაქ სტრუმიცაში მიმდინარე ტურნირის საწყის ტურში, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები ესტონეთთან 57:73 დამარცხდნენ, დღეს კი ჰოლანდიასთანაც უიმედოდ წააგეს – 60:71 (9:19, 16:19, 17:14, 18:19).

პირველი შეხვედრის მსგავსად, ქართველები ორმა სათამაშო კომპონენტმა დააღალატა, თორემ დანარჩენში მეტოქესთან დაახლოებით თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდათ. ამჯერად, ქართველმა კალათბურთელებმა 21-დან 2 სამქულიანი გამოიყენეს და 25-დან 14 საჯარიმო ჩააგდეს.

20 ივლისს საქართველოს ნაკრები ავსტრიას ეთამაშება და პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრაა საჭირო, თუმცა, უკვე ნათელია, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება.

0.132915