ფეხბურთი

21:29 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიელები გვიტევენ, ქართველები ეხმარებიან

დაცვითი ხაზის საშინელი თამაშის ფონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინში ირლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 0:1-ს აგებს და მოედანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ანგარიში თუ შეინარჩუნა, ალბათ, კმაყოფილი უნდა დარჩეს.

მატჩის პირველ ტაიმში ჯოვანი ტრაპატონის შეგირდების უპირატესობა აშკარა გახლდათ, რასაც ხელი ქართველთა შეცდომებმაც შეუწყო. თავდაპირველად, ზურაბ ხიზანიშვილის და აკაკი ხუბუტიას შეუთანხმებელი ქმედების შემდეგ, პირისპირ გასულმა შეინ ლონგმა გიორგი ლორიას ვერ აჯობა, მცველების მომდევნო უზუსტობამ კი თბილისის “დინამოს” გოლკიპერი თამაშგარე დატოვა.

მე-20 წუთისთვის უჩა ლობჟანიძემ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და გამოცდილ ფლეიმეიქერს რომ შეშურდებოდა, ისეთი პასით, ლორიას ლონგი კიდევ ერთხელ შეატოვა. ამ მომენტში გიორგიმ “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდი საჯარიმოს ხაზთან მოცელა და წითელი ბარათიც მიიღო.

ლორიას ნაცვლად მოედანზე შესულმა ომარ მიგინეიშვილმა (მან ჯანო ანანიძე შეცვალა) ჯეიმს მაკლინს სახიფათო საჯარიმო კი აუღო, თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრები გოლს უშვებს ხოლმე ანუ ტაუმის მიწურულს ისევ გაგვიტანეს. იმავე მაკლინის ფლანგურ ჩაწოდებას “დერბი ქაუნთის” მცველი რიჩარდ კეოგი გამოეხმაურა და თავურით ანგარიში გახსნა.

წინ მე-2 ტაიმია და იმ თამაშის შემხედვარე, რასაც საქართველოს ნაკრები აჩვენებს, რას უნდა ველოდეთ, ძნელი წარმოსადგენი არაა... 

 

ამხანაგური მატჩი ეროვნულ ნაკრებებს შორის. “ავივა სთედიუმი” (დუბლინი). ირლანდია

ირლანდია – საქართველო 1:0

ირლანდია: ვესტვუდი, მაკშეინი, დილეინი, რ.კეოგი, უილსონი, ჰულაჰანი, მაკკარტი, მაკლინი, კოქსი, ლონგი, ა.კეოგი.

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი.

საქართველო: ლორია, ხიზანიშვილი, კვირკველია, ხუბუტია, კაშია, ლობჟანიძე, კობახიძე, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე (მიგინეიშვილი, 22), გელაშვილი.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

გოლი: რ.კეოგი (42).

გაფრთხილება: ხუბუტია (42).

გაძევება: ლორია (20).

მსაჯი: კოლტესკუ (რუმინეთი).

0.11424