ფეხბურთი

22:33 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიამ "დასაკვეხნი" არაფერი დაგვიტოვა

თემურ ქეცბაიას ხელში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს “დასაკვეხნი” ის მაინც ჰქონდა, რომ მატჩებს დიდი ანგარიშით არ აგებდა, დუბლინურ “ავივა სთედიუმზე” კი ამ სერიასაც ბოლო მოეღო.

სტუმართა ძალიან მდარე ხარისხის თამაშის ფონზე, ჯოვანი ტრაპატონის მიერ დარიგებული ირლანდიელებს სასურველი ანგარიშის დასაფიქსირებლად დიდი ძალები არ დაუხარჯავთ და მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

ცხადია, შეხვედრას საკუთარი დაღი მე-20 წუთზე ქართველთა გოლკიპერის გიორგი ლორიას გაძევებამაც დაასვა, თუმცა, აღნიშნული წითელი ბარათი სტუმართაგან დაშვებულ აურაცხელ შეცდომათაგან ერთ-ერთს მოჰყვა და ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა.

მასპინძელთაგან პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში რიჩარდ კეოგმა თავური დარტყმით გახსნა, მე-2 ნახევრის დასაწყისში საიმონ კოქსმა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ იხეირა, რის შემდეგაც შეცვლაზე შეული რობი კინის ჯერი დადგა: “ლოს ანჟელეს გელექსის” ვეტერანმა თავდამსხმელმა სანაკრებო კარიერაში 55-ე და 56-ე გოლები გაიტანა. 

 

ამხანაგური მატჩი ეროვნულ ნაკრებებს შორის. “ავივა სთედიუმი” (დუბლინი). ირლანდია

ირლანდია – საქართველო 4:0 (1:0)

ირლანდია: ვესტვუდი, მაკშეინი, დელეინი, რ.კეოგი, უილსონი (დანი, 65), ჰულაჰანი (ქუინი, 76), მაკკარტი (სემონი, 71), მაკლინი (მაკგიდი, 65), კოქსი, ლონგი (ჰენდრიკი, 71), ა.კეოგი (კინი, 46).

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი.

საქართველო: ლორია, ხიზანიშვილი, კვირკველია (ფოფხაძე, 69), ხუბუტია, კაშია, ლობჟანიძე (თარგამაძე, 46), კობახიძე (გორგიაშვილი, 90), კანკავა, დაუშვილი (ძარია, 54), ანანიძე (მიგინეიშვილი, 22), გელაშვილი (მაისურაძე, 61).

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

გოლი: რ.კეოგი (42), კოქსი (48), კინი (77, 88).

გაფრთხილება: ხუბუტია (42), კანკავა (70).

გაძევება: ლორია (20).

მსაჯი: კოლტესკუ (რუმინეთი).

0.150394