ფეხბურთი

16:04 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მესხია “ზესტაფონში” ვარჯიშობს

“ზესტაფონის” რიგებში უკრაინის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი ირაკლი მესხია ვარჯიშობს. ამის შესახებ ზესტაფონელთა პრესსამსახური იუწყება.

20 წლის მესხია გალშია დაბადებული და უკრაინის მოქალაქეა. მისი პროფესიონალური კარიერა კიევის “ობოლონში” დაიწყო, სადაც 2009-2012 წლებში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2013 წლის დასაწყისში ხარკოვის “მეტალისტში” ჩაირიცხა, სადაც ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

მესხიამ უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში ითამაშა.

2013 წელს, მან უკრაინის 21-წლამდელთა რიგებში სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ “თანამეგობრობის თასზე” იასპარეზა.

დარჩება თუ არა მესხია “ზესტაფონში” უახლოეს მომავალში გაირკვევა.

 

0.146056