ფეხბურთი

15:11 | 21.06.2013 | ნანახია 1695 - ჯერ

ირაკლი მაისურაძის უკრაინული პერსპექტივა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ, შესაძლოა, კარიერას კიევის “არსენალში” გააგრძელოს. ამის შესახებ, უკრაინული ინტერნეტგამოცემა football.sport.ua იუწყება.

განვლილი სეზონი, მაისურაძემ რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო, ხოლო ზამთარში გორის “დილაში” გადავიდა.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, მან ქართულ კლუბებში თავი კარგად წარმოაჩინა და ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.

უკრაინის აწ უკვე დასრულებულ პრემიერლიგაში “არსენალმა” 16 გუნდში მე-8 ადგილი დაიკავა. 


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:10 | 22.06.2013
shotiko_405 (4)

იკა ძაან მაგარია პასის კაცია რითიც საქართველოში ვერ გაქაჩავ და არ გამოჩნდები... ევროპულ ფეხბურთს თამაშობს კაცი. ნახავთ ყველა

17:34 | 21.06.2013
levani82 (41682)

გელაშა თუ აქედან წავიდა გერმანიაში იმიტომაც დაბრდღვნა იქაურობა რა

17:46 | 21.06.2013
lagashi (6738)

გელაშვილზე თუა საუბარი, ის ვერც უკრაინის ჩემპიონატის გავლით დაბრდღვნიდა ვერაფერს, რადგან მისმა მატარებელმა საქართველოშივე ჩაიარა და ვერსად ვერ მოუმატებდა

17:29 | 21.06.2013
lagashi (6738)

აქ დაიკარგება ერთია, მაგრამ აქედან უკრაინაში წასულმა რამდენმა გაიბრწყინა??

17:27 | 21.06.2013
irakli63 (156)

ქართული ფეხბურთი სიღარიბის სღვარს მიღმაა...იმის იქეთ მხოლოდ სომალი თუ იქნება...წადი ბიძიკო ეგებ თავს უშველო...როდემდე ეს დედა აფეთქებული

17:19 | 21.06.2013
night (3696)

კაი ფეხბურთელია დროა წავიდეს თორე აქ დაიკარგება მეტალურგში კარგად თამაშობდა ვისაც არააქ ნანახი მაგის თამაში მეტალურგში ტყუილად ნუ ბოდიალობთ ფეხბურთის მცოდნეები ნეტა ერთი რომელზე ამბობდით ზლიერიაო და გამოდგა ძლიერი აქ დაწერილის 95% არ მართლდება მარა ხდება სასწაულებიც

17:08 | 21.06.2013
araza-1918 (6330)

ლეო-ძია შენ ყველაზე კარგათ იცი შარშანდელი წარმატებული ევროპის სასტავიდან ვინ აღარ არის დილაში-----სკენდერი სალუქვაძე შაშიაშვილი კვირკველია არზიანი გურული ვაწაძე. დაამატე

17:04 | 21.06.2013
araza-1918 (6330)

დარჩი დილაში და ევროპაზე დაეხმარე დევდარიანს მერე წადი უკრაინაში

16:25 | 21.06.2013
lagashi (6738)

ამდენი ქართველია უკრაინაში და ერთი ორის გარდა ვერავინ დამკვიდრდა, ისინიც მეორე ხარისხოვან კლუბებში არიან, ფაქტიურად კანკავაა ერთადერთი დანარჩენები ან სკამზე ზიან ან ცუდ კლუბებში თამაშობენ. მარცვალაძემ, ალადაშვილმა, იმედაშვილმა ვერ გაქაჩეს მანდ და რით ვერ უნდა მივხვდეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი უკრაინისთვის არაა მზად!!!!!

16:30 | 21.06.2013
guja_kakhadze (959)

გეთანხმები. უკრაინისთვის მართლაც არ არიან მზად, მაგრამ ფიქრობენ, რომ ტრამპლინად გამოადგებათ.

16:39 | 21.06.2013
lagashi (6738)

ცხადია ტრამპლინად მოიაზრებენ უკრაინას, მაგრამ ამდენი ცუდი მაგალითის მერე პირადად მე თავს შევიკავებდი,

16:14 | 21.06.2013
ugo_valencia (789)

დარჩი დილაში და ევროპაზე მაინც გადვეხმარეე . . . უკრაინაში არა მგონია რამე გამოვიდეს

16:12 | 21.06.2013
lagashi (6738)

უკრაინაში განწირული იქნება, ისევე მოუწევს ხეტიალი როგორც ბევრ სხვა ქართველს, ვინც მანდ არიან, თუ კარიერაზე ფიქრიბს ჯობია აქ დარჩეს და მაგრად მოუმატოს, იქნებ ასე უფრო უკეთეს გუნდში გადავიდეს

16:28 | 21.06.2013
guja_kakhadze (959)

მეგობარო! აქ მომატება რომ შეეძლოთ უცხოეთში არ გაიქცეოდნენ. ნეტავ ის დღე დადგებოდეს საქართველოში მაქსიმალურად მოამატებინონ და გრანდები ეხვეწებოდნენ ჩვენთან გადმოდიო, როგორც ჩემს ახალგაზრდობაში "დინამოს" ფეხბურთელებს ეხვეწებოდნენ.

16:34 | 21.06.2013
lagashi (6738)

ეგ ხო, მაგრამ ხომ ვხედავთ უკრაინაში როგორ არ უმართლებთ, ნაკრების წევრებს აქვთ იქ პრობლემები, საქართველოს ჩემპიონატის დონეზე გახდეს N პირველი და მერე მეტი გარანტია ხომ ექნება, რომ კონკურენციას გაუწევს უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს

16:36 | 21.06.2013
guja_kakhadze (959)

გეთანხმები!

15:51 | 21.06.2013
irakli.1995 (38)

ძმა ხარ მაის ... მე კარპატიზე ვიცოდი რო გადადიოდა ჯერ კიდევ 1 წლის წინ

15:49 | 21.06.2013
mushni (93569)

სა მირბიხარ ბიძიკო....

15:45 | 21.06.2013
antilegioneri (1862)

შანსი არაა ამან უკრაინის პრემიერ ლიგა გაქაჩოს ისე წარმატებებს ვუსურვებ იმედია მოიკიდებს ფეხს სუსტი ნახევარმცველია ჩემი აზრით

15:43 | 21.06.2013
Torres9 (12692)

კაია ეხა ვითომ ეს?

0.114418