ფეხბურთი

20:59 | 4.08.2013 | ნანახია 5015 - ჯერ

ირაკლი მაისურაძე "დილაში" დაბრუნდა

ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე გორის "დილას" დაუბრუნდა - "მსოფლიო სპორტმა" ინფორმაცია გუნდის მწვრთნელ გიორგი დევდარიანისგან შეიტყო. მაისურაძე "დილასთან" ერთად ვარჯიშობს, თუმცა ხორვატულ "ჰაიდუკთან" საპასუხო მატჩში, ბუნებრივია, ვერ ითამაშებს - უეფაში ევროპის ლიგის III ეტაპისთვის "დილას" ხომ განაცხადი გაგზავნილი აქვს. სამაგიეროდ, თუ "დილა" ფლეი-ოფში გავა, მაისურაძეს შეეძლება თამაში.

"ჯერჯერობით, სხვა სიახლე არაა. გუშინ გვქონდა პირველი ვარჯიში ხორვატიიდან დაბრუნების შემდეგ, დღეს დავისვენეთ და ხვალიდან ისევ შევუდგებით წვრთნას. სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დავბინავდებით, ხოლო წვრთნა საგურამოში" გვექნება" - გვითხრა დევდარიანმა.

შეხსენებისთვის, "დილა" - "ჰაიდუკის" საპასუხო მატჩი "მიხეილ მესხზე" 8 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

 


კომენტარები (77)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:09 | 05.08.2013
სავაშა__ (6590)

გორის "დილა" სპლიტის "ჰაიდუკთან" 8 აგვისტოს საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "დილამ" ხორვატული გუნდი 1:0 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი შეიქმნა.

"ჰაიდუკი"-"დილა" ისეთი თამაში გამოდგა, ვერავინ იტყვის, რომ "დილა" თითქმის გასულია მომდევნო ეტაპზე.

ხორვატებს მძლავრად თამაში შეუძლიათ, "ჰაიდუკი" ნამდვილად არ არის ის გუნდი, ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა რომ არ შეუძლია.

ერთი სიტყვით, "დილას" მძიმე თამაში ელის. იმედია, გორელთა მხარდასაჭერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მივა. მანამდე კი "ლელოს" კითხვებს გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი პასუხობს.

- "ჰაიდუკთან" პირველ მატჩში გრიგოლ დოლიძე მარცხენა გარემარბად გაამწესეთ, არადა, ის ტიპური მარჯვენაფლანგელია. რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება?
- ფლანგზე ორი სწრაფი ფეხბურთელი მჭირდებოდა. ის თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ და ასეთ დროს იერიშის სწრაფად გაშლა ძალიან მნიშვნელოვანია.

მარჯვნივ კახა ალადაშვილი გავამწესეთ, მარცხნივ კი დოლიძე, ორივე სწრაფია და ფლანგზე ეფექტურად თამაში შეუძლიათ.

სწრაფი ფეხბურთელი კიდევ გვყავს - მიხეილ გორელიშვილი, თუმცა ის ჯერ ახალგაზრდაა და ამიტომ, სასტაროში მასზე გამოცდილები დავაყენეთ.

საქმე იმან გაგვირთულა, რომ ირაკლი მოდებაძეს არ შეეძლო ორი ტაიმის თამაში, ტრავმა ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაში ვერ იყო.

- საგოლე კომბინაცია ვარჯიშებზე დამუშავებულს ჰგავდა - ბურთი ალადაშვილს მიუვიდა და იმავე, მარჯვენა ფლანგზე თემურ ღონღაძე ისე სწრაფად და დროულად ჩაერთო კონტრიერიშში, ეს სპონტანურად ვერ მოხდებოდა.
- მართალი ხართ, ეს ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია იყო. ფლანგების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

- თუმცა მარცხენა ფლანგიდან "დილამ" ასევე ეფექტურად ვერ ითამაშა. ამის მიზეზი რა უნდა იყოს?
- ასე იმიტომ მოხდა, რომ ნომინალურად დოლიძე მარცხნიდან შემტევი არ არის, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე გიორგი გურული უფრო დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, საპირისპირო ფლანგზე კი სხვა სიტუაცია იყო - ალადაშვილსაც და ღონღაძესაც მარჯვნიდან კარგად ეხერხებათ შეტევა.

ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთ პოზიციაზე ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის შემსრულებელი გვყავდეს. ერთხელაც უნდა აღვნიშნო - მოდებაძე სასტარტოში რომ გვყოლოდა, ჩვენი შეტევები სულ სხვანაირი იქნებოდა.

- ამ დროისთვის როგორ კონდიციაშია მოდებაძე?
- "ოლბორგთან" პირველი მატჩი რომ ვითამაშეთ თბილისში, ამის შემდეგ არ უვარჯიშია, ათი დღე უქმად იყო და "ჰაიდუკთან" შეხვედრამდე 3 დღით ადრე განაახლა ვარჯიში. ცხადია, ასეთი ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებოდა და 90 წუთს ვერ ითამაშებდა.

იმედია, მოდებაძე "ჰაიდუკთან" სასტარტო შემადგენლობაში თამაშს შეძლებს და რამდენი ხანიც ეყოფა ჯანი, იმდენ ხანს დაეხმარება გუნდს.

- "ჰაიდუკთან" პირველი შეხვედრა მთელმა საქართველომ ნახა ტელევიზიით. გუნდის ტაქტიკური სქემა მატჩის მსვლელობის დროს შეიცვალა. რა ჩანაფიქრი გქონდათ?
- ხუთი მცველი, სამი საყრდენი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი - გიორგი ილურიძე და დოლიძე.

გოლი რომ გავიტანეთ, დოლიძე მარცხენა ნახევარმცველად გადავწიეთ, ხოლო როცა შეცვლები გავაკეთეთ, ცენტრფორვარდი მოდებაძე იყო, მას მარჯვნიდან ილურიძე ეხმარებოდა, მარცხნიდან კი - გორელიშვილი, ანუ უკვე ასე ვცდილობდით კონტრშეტევების გაშლას.

- თქვენი აზრით, ილურიძეს ყველაზე მეტად რომელ პოზიციაზე შეუძლია ეფექტურად თამაში?
- ვფიქრობ, ის მეორე თავდამსხმელია, რომელმაც ცენტრფორვარდის უკან უნდა იმოქმედოს, მაგრამ ეს მიხედვით ხდება, რისი რესურსიც გვაქვს. როგორც გუნდს დასჭირდება, ისე გვიწევს ფეხბურთელებისთვის პოზიციის შეცვლა.

- "ჰაიდუკთან" საპასუხო შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ოთარ ხიზანეიშვილი ვერ ითამაშებს, შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ლექსო კვახაძის საკითხი. მას ტრავმა ჰქონდა და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ 8 აგვისტოს ითამაშოს?
- ვნახოთ, კვახაძე უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

- წლევანდელ ევროსარბიელზე "დილამ" სამი მატჩი ითამაშა და გოლი არ გაუშვია. გარდა ნუკრი რევიშვილის ჩინებული თამაშისა, ეს კიდევ რითია განპირობებული?
- დაცვაში მჭიდრო თამაშით. თბილისში "ოლბორგთან" 3-4-3 სქემით ვითამაშეთ, ასე უფრო კომფორტულად გადავდივართ შეტევაში და შეტევიდან - დაცვით ფაზაში.

დანიასა და ხორვატიაში კი უკვე 5 მცველით ვითამაშეთ. რატომ უნდა გაგვეხსნა თამაში "ოლბორგთან", როცა პირველი მატჩი 3:0 გვქონდა მოგებული? დაცვიდან ვითამაშეთ და 4-5 საგოლე მომენტი მაინც შევქმენით. "ჰაიდუკთანაც" მჭიდროდ, ჩაკეტილად ვითამაშეთ.

- საპასუხო შეხვედრაში რა სტრატეგიას უნდა ველოდოთ "დილასგან"?
- ამ ეტაპზე ნაკლებად გვაინტერესებს სანახაობრივი მხარე, თამაშს ისევ ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ.

გულშემატკივარს დიდი თხოვნით მივმართავ, რომ გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს. ფრთხილი თამაში იქნება. დაველოდებით შანსს, რომ გოლი გავიტანოთ.

- სპლიტში რატი ალექსიძეს არ უთამაშია. რა იყო ამის მიზეზი?
- კუნთი დაეჭიმა, ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა მზად "ჰაიდუკთან" თბილისური მატჩისთვის.

12:23 | 05.08.2013
bernabeu07 (1086)

ჩიხურამ რო დაიმატა ტატანაშვილი და გაბედავა იქნება იმაზეც დაგეწერათ რამე??? რონალდოს კვირას რა ფერის ტრუიკი აცვია და მესი რომელი ფირმის ტვალეტის ქაღალდს ხმარობს იმას დებთ..

13:43 | 05.08.2013
gionat (2245)

კაია თუ დაიმატა, მაგრამ ევროლიგის შესარჩევამდე რომ ექნად ეგ უკეთესი იქნებოდა

10:24 | 05.08.2013
Zura Nishnianidze (37)

სერიოზული გუნდია სტიაუა და დინამოს მაგრად არ გაუმართლა! მე-3 საკვალიფიკაციოს საუკეთესო გუნდების საუკეთესო ფეხბურთელები რომ შეკრიბო, გააპობდა შუაზე ყველას! თუ არადა და აგერ ნახავთ რასაც იზავს

10:18 | 05.08.2013
gionat (2245)

სწორი გადაწყვეტილებაა ნამდვილად, როგირც მაისურაძისთვის ასევე გუნდისთვის

05:42 | 05.08.2013
pes2011 (143)

აუ ხალხო რეებს ლაპარაკობთ , აი წეღან დაბლა დაწერა რომელიღაცამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდებაო , აი ამით თუ გამოაგდებდა დინამო ვინმეს... მწარე რეალობაა მარა რას ვიზამთ !

04:58 | 05.08.2013
araza-1918 (6330)

ქეცბაიას ხალხი-მაისურაძე დილას და ძარია დინამოს მაგრა გააძლიერებენ

03:10 | 05.08.2013
სავაშა__ (6590)

stripslashes((strlen('http://www.svoboda.org/content/article/25065688.html')>0?'http://www.svoboda.org/content/article/25065688.html':'http://www.svoboda.org/content/article/25065688.html')) ჯიგრებო ეს გადამითარგმნეთ რა , მოკლედ მაინც რაზეა საუბარი )

08:52 | 05.08.2013
baraka (815)

2008 წლის ომიდან 5 წლის თავზე ინტერიუებია ზაქარია ქუცნაშვილთანაა,ბერ ძენიშვილთან და შათირიშვილთან, პოლიტიკურ ფილოსოფიური გარჩევა 08.08.08-ს,სტატის დასკვნით ნაწილში კიდე წერია რომ უახლოეს წლებიდ აშესაძლოა ათწლეულების არ ეყოს ომის შემდეგ დამდგარი შედეგის გამოსწორებას. მოკლედ გასხარი არაფერი არ წერია

14:49 | 05.08.2013
სავაშა__ (6590)

მადლობა მეგობარო.

01:22 | 05.08.2013
დროგბა (16450)

შევჩე რას ამბობ ძმაო დინამო ზაგრებს გამოაგდებდა? ლეგიას გამოაგდებდა? მიოლდეს გამოაგდებდა? ან შახტიორ ყარაგანდას გამოაგდებდა? აი შანსი ექნებოდა შერიფთან პარტიზანთან ლუდოგორეცთან

10:20 | 05.08.2013
gionat (2245)

მიოლდეს გამოაგდებდა)) ყარაღანდასაც სავარაუდოდ))

02:46 | 05.08.2013
Shevche (15054)

კი კი, აუცილებლად გამოაგდებდა ყველას. დარწმუნებული ვარ.
პენლის გატანა გვაკლდა და დაჟე სტიაუასაც მოყომარებული ჰქონდა (მაგ გაფუჭებულმა პენალმა მოშალა გუნდი, თორემ ეგენი ვერ გაგვიტანდენ). ეგ შენი ჩამოთვლი გუნდები კიდევ სტიაუასთან არაფერი არაა არცერთი განსაკუთრებით ლეგია და მიოლდე. ზაგრების თამაში დიდი ხანია არ მინახავს, მარა ამათზე უკეთესი არამგონია იყოს

02:48 | 05.08.2013
Shevche (15054)

ხო, ყარაგანდა რაღა სახსენებელი იყო ტო? ყაზახეთის გუნდები მაშინ არიან მაგრები, როცა მოშლილ ქართულ გუნდებს ეთამაშებიან, თორემ ეგენი სულ ჩვენი ბულკები იყვნენ მაგათ ჰანდიკაპით მოვუგებდით ორივე მატჩს )

03:31 | 05.08.2013
Davita16 (2463)

მართალი ხარ ყველაფერში. მოლდესთან და ზაგრებთან უფრო გაჭირდებოდა ალბათ.

01:35 | 05.08.2013
Davita16 (2463)

შახტიორზე კიდე კითხვას სვავ გამოაგდებდაო? რახან ბატეს მოუგო? და ახლა ალბანელებს რო მოუგო 3-0 ი ბაზელს და სტეაუას უტოლებ? დილაც გამოაცუნცულებდა შახტიორს. ზაგრებზე გეთანხმები ბაზარი არაა. ლეგია და მოლდესთანაც თანასწორად ითამაშებდნენ

01:18 | 05.08.2013
Shevche (15054)

სელტიკის, სტიაუას და ბაზელის გარდა, ნებისმიერს გავაგდებდით იმ 10 გუნდიდან

10:23 | 05.08.2013
gionat (2245)

მე წილისყრის მერე ეგრევე დავწერე, რომ სელტიკის და ბაზელის შემდეგ ყველაზე ძლიერი გუნდი შეგვხდამეთქი, როგორც გუდი დინამოს არაუშავს უბრალოდ ძალიან დაბალ დონოზეა გუნდის ფსიქოლოგია რაც სამწუხაროდ პენალტის ვერ გამოყენების მერე დამარტათ ალბათ მეტნაკლებად ნორმალურ გუნდს არ უნდა ემართებოდეს

01:09 | 05.08.2013
samtrediel (8001)

რა ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ დინამოს მხრიდან აზრანი თამაში ვერც სტრეიმურთან დავინახე მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა და ვერც სტიაუასთან. ამწუთას დილა უფრო კარგი და გამართული გუნდია.

01:14 | 05.08.2013
fantastika (2333)

ართ უნდა მაგას 2 აზრი-ეგ ეგრე რომაა, სამწუხაროდ დინამო გუნდი არაა...

01:03 | 05.08.2013
დროგბა (16450)

მე მინდა რო გრუპაში თუ მოხვდებიან დინამოც და დილაც ძლიერი მეტოქეები შეხვდნენ რა შეუძლიათ და როგორ დონეზე ვართ მაინტერსებს და გამოჩდება

01:05 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

გრუპაში მოვხვდეთ და თუ გინდა ტოტენჰემი შეგხვდეს

01:06 | 05.08.2013
დროგბა (16450)

ხო ეგ მინდა მეც დილასაც ძლიერები შეხვდეს და დინამოსაც რო კლასი მაღლდება და მომდევნო წელს შეგვეტყობა ზუსტად

18:24 | 05.08.2013
ბაბუ (11760)

ჯგუფში ერთი უეწველი გრანდი იქნება,მეორე ძლიერი და მესამე ჩვენზე სუსტი თუ იქნა გაასწორებს.

01:01 | 05.08.2013
shebe (2082)

tornike_qochlaa ე ნეტა ორივე მოხვდეს

01:00 | 05.08.2013
shebe (2082)

ფლეილFსი ცოტა შანსი აქ გორსაც და დინამოსაც ნუ გააჩნია ვინ შეხვდებათ

00:58 | 05.08.2013
დროგბა (16450)

tornike_qochlaa არარის მზად დინამო არ გეწყინოს განა მე არ მინდა ეხლა მოიგოს და დაადუღოს სტიაუა და გავიდეს ლიგაზე ჩემი სახელიც იქნება შენიც და მტლიანად ქართველების და გაიხარებს ყველა მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ 1-2 წელში თუ ასე კარგად გააგრძელა ფიფიამ ხო მერე კი შეილება ლიგაზეც მოხვდეს ტყავაძე უნდა გაუშვათ როგორმე და ცოტა ფეხბურთის მცოდნე მენეჯერი მოიყვანოთ

01:03 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

მეც ვამბობ ძმაო რო დინამო მზად არარი დინამო კიევი შახტარი ს სტიაუას ბაზელის ფენერბახჩის დონის კლუბი რო ლიგაზე ითამაშოს ამ ეტაპზე

00:57 | 05.08.2013
shebe (2082)

tornike_qochlaa ეჰ ძმაო კი სტიაუს ლეგიაზე და პარტიზანზეც ძლირია მაგრამ ისე გადაჭრიძთ ამბობ გავაგდებდიტო რო.. მე ვერ ვიტყოდი ესე

00:58 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

დამიჯერე გავაგდებდით ))

00:55 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ვინ იცოდა ძმაო ეგეთი მეტოქე რო შეგხვდებოდა კველაზე ძლიერი შეგხვდა პარტიზანი ლეგია ნახე რა გუნდებია ნებისმიერს გავაგდებით მარა სტიაუა და ბაზელი სხვა კალიბრია..

00:54 | 05.08.2013
დროგბა (16450)

კოპენჰაგენი და სტიაუა თანაბარი დონის გუნდები არიან

00:52 | 05.08.2013
დროგბა (16450)

ეგრე გადაჭრით ვერ იტყვი რო დინამო ოლბორგს გააგდებდა ჰაიდუკი უფრო სუსტი გუნდია ოლბორგზე ისე პროსტა აქ დილას წაუვიდა თამაში და იგბალიც დაყვა რო 3-0 მორჩა თორე იქ დანიაში გამოჩდა რო არარის სუსტი გუნდი ოლბორგი სუსტი გუნდი კოპენჰაგენს ვერ მოუგებს

00:59 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

რა კოპენჰაგები კაი რა თუ ძმა ხარ რა ქნა ერთხელ რო ლიგაზე მოხვდა რა გუნდები გამოთიშა სტიაუამ არ დაგავიწკდეს

00:50 | 05.08.2013
shebe (2082)

tornike_qochlaa კვარცხელი მეც მომეწონა მართლა. ძმა რელობა ერთია ხალხს რო აბოლებნ ლიგაზე უნდა მოვხვდეტო და ამისათვის არფელს აკეთებ და ხალხს მაინც ჯერა მე მაინც მჯეროდა. ფიფია უნდა მიხვდეს რო რადიკალური ცვლილებებია საჭირო უკვე 3 წელია გუნდი ყავს და არანაირ შედეგი არა აქ გმერთმა ქნას უეფაზე მოხვდეს. მე მაწუხებს მართლა თორე ამდენს არ დავწერდი.

00:46 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ჩემო ძმაო დინამო არა ამ წუთში მზად კიევის დინამოს ბაზელს სტიაუას და მსგავს კლუბებს მოუგოს მარა მზადა ოლბორგის ნაირი გუნდები გადახსნას დამიჯერე სტიაუა არი შედეგებით აგმოსავლეთ ევროპაში უძლიერესი კლუბი რაც შეეხება კვირკველია კვირკველია და კვარაცხელიამ უშეცდომოთ ჩატარეს 90 წუტი სტიაუასთან ასე რო დაბალი დონის კი არა ძალზე სტაბილური და ძლიერი მცველები არიან რაც შეეხება გოგა გოგა ისრაელის 2 რე ლიიგაში არასოდეს აქ ნაამაშები გოგამ ითამაშა აუცაიდერ გუნდში ისრაელში რადგან ტრანვა ქონდა და ფორმის აგდგენის მიზნით )

00:41 | 05.08.2013
shebe (2082)

tornike_qochlaa არა ძმა სტიაუ ძლიერი გუნდია მაგრამ არც გრანდია ნუ დღევანდელი დინამოსათვის გრანდია. სტიაუს ერთი თავით ჯობია მაგათ ყველას მაგრამ ძაან დიდი სეხედულება გაქ დინამოს სემადგნლობაზე თუ არა ევროპული დონასათვის ზაან სუსტია მართლა სამწუხაროდ მერე გვიკვირს რატო წააგოო. რა დროსი კვირკველია ხალხო კაი იყი კი ბატონო რუბინში იყო მაშინ ეხა საქართველოს ჩემპი და მორჩა ან გოგა ისრაელის მეორე ლიგაში თამაშობდა ეხა მეტყვი ტიმიაშორაში იყოო ეგ როდის შარშან? გახსოვს მენდი ლივერპულში იყოო 9 წამინი ვიდეო იდო აქ ეგრე ვათამაშოტ ქინქლაძე სიტიში იყო ამით რისი თქმა მინდა იცი საშუალო ევროპული დონის კი არა ნორმალური ფეხბუღტელი ვერ მოყავს დინამოს და როგორ უნდა მოოგო საშუალო ევროპულ გუნდს მე ვერ წარმომიდგენია. თამაშამდე ვთქვი ჩვენი ერთდ ერთი შანსი ისა რო ბურთი მრგვალია და Yველაფერი ხდება ეხაც ეგთი შანსი გვაქ და უფრო ცოტა და რატო რა სტიაუს ბარსელონაა? არა ჩვენ ვართ სუსტები

00:40 | 05.08.2013
pes2011 (143)

კარგი ბიჭია ეს , დილას ნამდვილად გააძლიერებს

00:24 | 05.08.2013
shebe (2082)

tornike_qochlaa ისე ჩამოთვალე კლასნი ფეხბურთელები იყოს არც ერთი არაფელი არ ესენი დამიჯერე ესე რო გვჯრა იმოტომა საქართველოს ჩემპის მეტს ვერაფელს ვერ აკეთბენ. და დინამოს ხელმძგვანელობა კიდე თუ ვერ ხვდება რო ამ ფეხბურთელებით ვინც შენ ჩამოთვალე ვერაფელს მივაღწვთ მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი

00:31 | 05.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ტომაშვილი კიზანეიშვილი ბოლქვაძე დოლიძე და მაისურაძე მაშინ მერებაშვილთან და ჩისკოსთან კვარაცხელიასთან და კვირკველიასთან ვაფშე არაფერი არა მე გეუბნები რო ეგეთ დონის გუნდებს როგორიც ჰაიდუკია შეჩამდნეენ და შენ აგმოსავლეთ ევროპის ერთ ერთ ველაზე ძლიერ კლუბთან სტიაუასთან შედარებას მიხდენ ჰაიდუკის

23:54 | 04.08.2013
higuain (1113)

მომეწონა ეს ამბავი.მიდი ძმა კაი ფეხბურთელი ხარ და ევროპაზე მაგრა დაეხმარები გუნდს

23:37 | 04.08.2013
tornike_qochlaa (5528)

მაისურაძეს კიდე ნუ აკრიტიკებთ რომელი დარჩებოდით ერთი დაშლილ გუნდში სადაც არ იცი როდის აიგებ იმ მათხოვრულ ხელფას რამდენიც გაქ ეხა კიდე სპორტის სამინისტრომ მიცა მაყუთი თან უეფიდან შემოსული ფული და არი კლუბში ფული და მოიყვანეს ისევ !

23:45 | 04.08.2013
rekhvo63 (570)

არ გახსოვთ რა მდგომარება იყო გორის "დილაში"? თუ არ ვცდები 3 თვის ხელფასები იყო გაუცემელი, ამსთან არანაირი სპონსორი, ერთადერთი მუნიციპალიტეტი თუ კეთილ ნებას გამოიჩენდა და რაღაც მიზერული თანხით დაეხმარებოდა, ასეთ პირობებში ვის გაამტყუნებ რომ ბედის საძებნელად სხვაგან წავიდა

23:49 | 04.08.2013
tornike_qochlaa (5528)

აბა რა ძმაო მადლობისმაგიერი არ არიან გორელები რო შუა ჩემოუინატში აპრილიდან მოყოლებული კვირკველია მაისურაძე ყველა უხელფასოთ თამაშობდნენ და ბოლომდე იხარჯებოდნენ და ჩემპიონატში ინტრიგას ინარჩუნებდნენ თურმე ევრო ტურნირებზეც მთელი ზაფხული უხელფასოთ უნდა ეთამაშათ ) რას აგარ გაიგებ კაცი

23:34 | 04.08.2013
tornike_qochlaa (5528)

დილამ უნდა დაიმატოს ერთი ფლანგის ფეხბურთელი შემტევი stripslashes((strlen('http://www.transfermarkt.de/de/carlos-alberto/profil/spieler_15783.html')>0?' http://www.transfermarkt.de/de/carlos-alberto/profil/spieler_15783.html':' http://www.transfermarkt.de/de/carlos-alberto/profil/spieler_15783.html')) დაიმატეთ ეს

23:25 | 04.08.2013
Slovan Bratislava (626)

კარგი შენაძენია.8-ში სტადიონი უნდა გაივსოს და ყველა გუნდის ფანმა დილას უნდა უგულშემატკივროდ.დილას გამარჯვება უნდა მიეძღვნეს საქარველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
0?'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

22:40 | 04.08.2013
predator88 (628)

KARGIA MAGRAD GAADZLIEREBS GUNDS, DILASTVIS MAISA DIDI DZALAA...

22:36 | 04.08.2013
shebe (2082)

გორს კარგი გუნდი ყავს დაბალანსებული და ნორმალურ გუნდებსაც ეთამაშა წარმატებით სტიასთან ვერც ერთი მივა ვერც ჰაიდუკი და ვერც ოლბორგი მაგრამ არც ესენი სუსტები. უეჭველი დინამო ოლბორგს ვერ გაგდებდა შეილება გაგდო მაგრამ უეჭველად ვერა. ნეტა დინამომ სტიაუ გაგდოს მაგრამ ამის შანსი ძაააან ძაა ცოტა

23:33 | 04.08.2013
tornike_qochlaa (5528)

ჰაჰა მერებაშვილი ძარო გრიგალაშვილი გოგა დვალი კვარაცხელია კვირკველია რაც ჰაიდუკმა შეცდომები დაუშვა რას უზავდა იცი შეცამდა სუ მინიმუმ 3:0 მოუგებდა "))

23:29 | 04.08.2013
rekhvo63 (570)

მე ვანგა არა ვარ და წინასწარ ვერ ვიტყვი ვინ ვის გააგდებდა, მაგრამ "დინამო" ოლბორგზეც ძლიერია და ჰაიდუკზეც. "დინამოს" ნეტა ამ გუნდების დონის გუნდი შეხვედროდა

23:12 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

კიარ გაგდებდა გაუპა...ტიურ...ებდა ორივე თამაშში!!!!!

22:31 | 04.08.2013
fero (15151)

ai 1 wlis shemdeg rom iyo dila gordas tamashi is aris saintereso sanaxavi. magari msajoba iyo. mekares agdebs mxolod imitom rom penaltebs igebo. magari uazeo da kuriozebi iyo. am gasmosaxedidan.

22:28 | 04.08.2013
fero (15151)

gadagebebi mashin ishviatoba iyo. . an uxarisxo. 1 kasetaze 10 tamashs werdnen

22:25 | 04.08.2013
fero (15151)

ara. ra ponti iyo icit. mashin iyo aseti gazeti. qartuli fexburti. hoda im gazetshi iyo mimoxilvebi. da iq ewera. rom kolxeti samtredias tamashze btr idga samtredielta mekaris ukano. waago is tamashi samtrediam da miaxlovda dinamo. bolo tursi ki gordastan ar moagebines msajebma.

22:23 | 04.08.2013
LU 001 KA (1043)

ეს კარგია ბოლქვაძე ცოტა ნიტოა და ეს შეცვლის

22:21 | 04.08.2013
დროგბა (16450)

შეილებ ვიდეო კამერით გადაღებული მასალა ინახებოდეს სადმე ხარაკირ მაგრამ მაგას არავინ გამოაქვეყნებდა მაშინვე მოკვეთდნენ მაგ კადრებს ეგ შეეშლებოდათ

22:17 | 04.08.2013
დროგბა (16450)

ეგ როგორი პონტი იყო იცი გერმანელებმა რო ათამაშეს რუსები და რო იცოდნენ მოიგებდნენ დახოცავდნენ წააგებდნენ მაინც დახოცავდნენ და გადაწყვიტეს საბოლოოდ მოეგოთ რაგა წაგებულები მოვკვდეთო

23:04 | 04.08.2013
rekhvo63 (570)

ეგ რუსები არ იყვნენ...კიევის "დინამო" იყო

23:35 | 04.08.2013
rekhvo63 (570)

და საერთოდ ეგ საბჭოთა პროპაგანდა უფრო იყო ვიდრე ისტორიული ფაქტი, არანაირი ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს, რომ ეგ თამაში მართლა ჩატარდა, კაგებეს არქივშია მარტო რაღაც დოკუმენტები, ამასთან გერმანია და უკრაინის მაშინდენი მთავრობა ბენდერას მეთაურობით ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ

22:13 | 04.08.2013
fero (15151)

ki egaa. samtrediam rac gaitana arcerti ar chatvala msajma rustavshi. rom chaetvala moigebda kidevac. magram manande iyo tamashi fottan sadac mekareze btr is tyviamfrqvevi iyo mishverili.

22:17 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

მანახე ლინკი რო ბეტერი იყო მეკარეზე მიშვერილი და ძალით წაგო სამტრედიამ მე კიდე მოგცევ ლინკს სადაც კარგად ცანს არც პენალი იყო და არც გასაგდები იყო კაცი თან მეტალურგთან გაცვლილი თამაშებით გავიდა ფინალში

22:19 | 04.08.2013
დროგბა (16450)

მანახე ლინკიოD: რა კაციაააა ლინკი კიარა მაშინ რადიოზე ვერ ჩაიწერდი ხმას 1995 წელს რა ლინკი განახოს

22:21 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

რავი ძმაო ყველა ამბობს პროსტა სამტრედიას დაკლდა გამოცდილებაო რა ბეტერი რის ბეტერი კარგი რა ეგრე თუ უნდოდათ ვაბშე არ გატრაკებინებდენ სამტრედიას

23:55 | 04.08.2013
samtrediel (8001)

ბეტეერის ამბავი თუ არ იცი ძმაო ნუ ილაპაერაკებ, ეგ ფაქტია და ბევრი ადამიანია მაგის მომსწრე. მართლა ბეტეერის ლულა მიუშვერეს ფოთში. გადამწყვეტი თამაშები იყო და ძალა უნდა ეხმარათ, სხვანაირად ჩემპიონი ხდებოდა სამტრედია. იმ წელს 3 ჯერ შეხვდა დინამოს და სამჯერვე მოუგო. რომელ გამოცდილებაზეა ლაპარაკი მაგის მერე. სადაც შეხვდა დაადუღა იქვე!

23:47 | 04.08.2013
samtrediel (8001)

რა გამოცდილება დააკლდაო, ძალით წაგვართვეს ჩემპიონობა, მხედრიონის დინამომ. ეგ მთელმა ქვეყანამ იცის და კიდე მაგაზეა საუბარი? ვის დააკლდა გამოცდილება, ზაზა ჯანაშია, იონანიძე, გოგიჩაიშვილი და ვინ არ თამაშობდა მაშინდელ სამტრედიის ლოკომოტივში.

22:15 | 04.08.2013
დროგბა (16450)

ესეიგი ვინც გოლს გაუტანდა სამიზნეში ყავდათ ამოგებული რა დრო იყო მოკლედ

22:13 | 04.08.2013
fero (15151)

ki egaa. samtrediam rac gaitana arcerti ar chatvala msajma rustavshi. rom chaetvala moigebda kidevac. magram manande iyo tamashi fottan sadac mekareze btr is tyviamfrqvevi iyo mishverili.

22:13 | 04.08.2013
fantastika (2333)

ძალიან გამიხარდა რომ დაიმატა, თან ახალგაზრდა თან ცენტრალური ნახევარმცველი, კონკურენცია თუ შეიქმნა და ხო საერთოდ მისწრებაა,,,
რის გამო და როგორ წავიდა ბევრმა არ იცის აქ და მათ შორის მეც, მე პირადად არ მიკვირს ჩვენი ჩემპის გადამკიდეს-როგორ მიდი-მოდიან ფეხბურთელები... მოვიდა და წარმატებები, გაუმარჯოს ღმერთმა!
ეხლა ერთს ვიტყვი და კაი მთქმელს კაი გამგონი უნდაო.....: დღეს ქართულ ფეხბურთს რომ უჭირს ყველამ ვიცით(არ შეგახსენებდით ამ "რეალობას", საქმეს რომ არ ეხებოდეს), ხოდა მე მაგრად არ მჯერა იმ ხალხის-ეხლა დინამოს ფანობას რომ "იბრალებენ" და დილას ან ნებისმიერ სხვა გუნდზე ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ, რადგან დღესდღეობით საერთოდ ქართულ ფეხბურთს უნდა გვერდში დგომა და ნეტავ მოვიდეს ის დრო, როცა მართლა დიდი კლუბები გვეყოლება, კლუბებს ფანკლუკები და ერთმანეთშიც ჯანსაღი შეჯიბრი გაჩაღდება!
მე დინამოს გულშემატკივარი ვარ და დღესდღეობით ყველა ქართულ კლუბს დინამოსნაირად ვგულშემატკივრობ, მე აქ ვხედავ დღეს ჩემს თავს საჭიროდ, ეს მგონია მე გულშემატკივრობა დღეს!

22:10 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

დროგბუნა გამეცი ძმა პასუხცი დინამო რო სტიაუას გაცდეს დაიყენებ დინამოს ავატარს სამუდამოდ და ნეიმარს გაუფარჩაკებ დედიკოს?

22:11 | 04.08.2013
დროგბა (16450)

ეგრე ვიზავ კაი

22:12 | 04.08.2013
დროგბა (16450)

მაგრამ ნეიმარი რა შუაშია აქ?

22:13 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

მტკივნეულ ტოჩკაში გირთყავ ესეიგი მოსულა ბაზარი არა დინამო იგებს :P შენ ტელეს ლეწავ და შემოდიხარ აქ ეგრევე სახე შეცვლილი

22:07 | 04.08.2013
fero (15151)

xarakiri. egeti tituli dinamosac aqvs koleqciashi. 1995 weli gaxsovs?

22:09 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

მაგრამ მაშინ დინამომ კიარ მოიგო სამტრედიამ წაგო რა მე ეგრე ვიცი მოეგო თავის თამაში სამტრედიას...

22:09 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

მაშინ 4 წლის ვიყავი რა გითხრა აბა???

22:09 | 04.08.2013
დროგბა (16450)

D რა და უფროსებს უნდა მოუსმინო

22:15 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

stripslashes((strlen('http://int.soccerway.com/national/georgia/umaglesi-liga/19941995/regular-season/r20149/')>0?'http://int.soccerway.com/national/georgia/umaglesi-liga/19941995/regular-season/r20149/':'http://int.soccerway.com/national/georgia/umaglesi-liga/19941995/regular-season/r20149/')) რა დინამოს ბრალი იყო ეგ სამტრედიამ თუ ბოლო 2 ტური გატეხა

22:12 | 04.08.2013
ხარაკირი (7091)

გაგიხარდა
შედი და ნახე ლინკი დაგიგდო მოეგო სამტრედიას და გახდებოდა ცემპონი აგერ დინამოსაც უცალიჩებდენ წელს მაგრამ დადუღა ყველა ადგილზე გორი კი თამაშებს ცვლიდა აი ეგ არის მწარე სიმარტლე შენთვის

22:08 | 04.08.2013
დროგბა (16450)

სამტრედიას რო წაართვეს არა მურმან სპეცრაზმა და დინამომ რო იჩემპიონა

მეტის ნახვა
0.12413