ცენტრალური თავდამსხმელი ირაკლი კობიძე (01.10.90, 207სმ, 100კგ) კარიერას სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმი-რსუ”-ში გააგრძელებს.
ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს” ,,ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კობიძემ 2012-13 წლების სეზონი სუპერლიგის კიდევ ერთ წევრ თსუ-ში გაატარა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის 11 გუნდს შორის მე-8 ადგილზე გავიდა. ახალ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში კი თსუ-ს სუპერლიგაში მონაწილეობა სათუოა.
რაც შეეხება ,,ბათუმი-რსუ”-ს, ზღვისპირელებს 2013-14 წლების სეზონში სერიოზული გეგმები აქვთ. მათ რიგებში ორი ლეგიონერი უკვე ვარჯიშობს და მესამის გასინჯვას აპირებენ. 21-ე ეროვნულ ჩემპიონატში ,,ბათუმი-რსუ”-მ მე-9 ადგილი დაიკავა.