ძიუდო

18:00 | 20.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძეს ჭაბუკები ჩააბარეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა. გადაწყვეტილების შესახებ “მსოფლიო სპორტს” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აუწყა. მისივე განცხადებით, ცირეკიძეს ჭაბუკთა ნაკრების გაწვრთნაში ვაჟა ბალხამიშვილი და გიორგი რევაზიშვილი დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, ამ ასაკობრივ ჯგუფში ნაკრებს ბოლოს გია თენაძე წვრთნიდა.
რაც შეეხება ცირეკიძეს, შარშან შემოდგომიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ ორიოდ კვირის წინათ, ძიუდოს აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის ხელმძღვანელობამ იგი ირაკლი უზნაძით შეცვალა. მაშინ ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცირეკიძეს ჭაბუკთა ნაკრების გაწვრთნას სთავაზობდნენ და პასუხს ორიოდ დღეში მიიღებდნენ, მაგრამ ამ საკითხის მოგვარებას ბევრად მეტი დრო დასჭირდა.

ოთარ მაღლაკელიძე




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088025