სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” კაპიტანს, ფორვარდ ირაკლი ჩლაიძეს დიდი სურვილი აქვს სასპორტო კარიერა უცხოეთის რომელიმე საკალათბურთო კლუბში გააგრძელოს. აღნიშნული მიზნის განხორციელებაში ჩლაიძეს ხორვატი აგენტი გორან გრამატიკოვი და მისი ბერძენი კოლეგა ანართოსის კარადიასი დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ კარგად ჩატარებული 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის შემდეგ ჩლაიძით საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა, რომელიც ნაკრების წევრობის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში პირველად შეიყვანეს.