სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ, “ქუთაისი-2010”-თან პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში, 13 შესაძლებლობიდან 8 სამქულიანი გამოიყენა და ერთ შეხვედრაში ჩაგდებული სამქულიანებით, მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ სამქულიანების ძველი რეკორდი (6 სამქულიანი) სამ კალათბურთელს: ლევან რევაზაშვილს (“მაკაბი”), ბექა წივწივაძეს (“არმია”) და მალხაზ აბაიშვილს (“რუსთავი”) ეკუთვნოდა. აბაიშვილმა მისივე რეკორდი “არმიასთან” პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გაიმეორა.