ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ამჟამად საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მოთამაშე ნეიმარმა საჯაროდ განაცხადა, რომ მეტროსექსუალი (ნებიმეირი სექსუალური ორინეტაციის თანამდეროვე მამაკაცი,რომელიც ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას საკუთარ გარეგნობას (სხეული, ტანსაცმელი, აქსესუარები) და შესაბამისად, ხარჯავენ დიდძალ ფულს გარეგნობისა და ცხოვრების სტილის გამაუმჯობესებლად) არ არის. მის ნათქვამში კი, ალბათ ყველას ეჭვი შეეპარება, თუ მის ცხოვრების წესს გადახედავს. “მიყვარს თავის მოვლა, თმის და სახის კრემები, ეპილაცია, სუნამოები, ლამაზი ტანსაცმელი. მაგრამ მეტროსექსუალი არ ვარ. მე მხოლოდ თავის მოვლა მიყვარს. მეტროსექსუალი დევიდ ბექჰემია”- განაცხადა ნეიმარმა.
გასაკვირია მისი განცხადება, მაგრამ სწორედ ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბექჰემი და ისევე “უვლის თავს”, როგორც ნეიმარი. ასე რომ, საფეხბურთო სამყაროში უკვე ორი ცნობილი მეტროსექსუალი გვყავს. ვინ იქნება მესამე – საკითხავი აი ეს არის...