ფეხბურთი

19:27 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა ვენგერს დახმარება სთხოვა

"არსენალის" ახალწვეულის მესუთ იოზილის განცხადებით, მას არსენ ვენგერს სატელეფონო საუბარში ტრანსფერთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა. 24 წლის ფეხბურთელის კომენტარს გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის საიტი ავრცელებს:

"გასულ კვირას "რეალში" მინდოდა დარჩენა, მაგრამ მივხვდი, რომ მწვრთნელები არ მენდობოდნენ. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში ნდობა სჭირდება და ასეთი კლუბი "არსენალი" აღმოჩნდა. არსენ ვენგერთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მან გამაცნო კლუბის გეგმები, ნდობა გამომიცხადა და აღნიშნა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნებოდი".

"მეთოფეების" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა იოზილის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კომენტარი გააკეთა:

"იოზილთან კონტრაქტის გაფორმებით უაღრესად მოხარულები ვართ. ის დიდებული ფეხბურთელია - მაღალი სათამაში კლასით. ჩვენ მისი თამაშით აღფრთოვანებულები ვიყავით. რა თქმა უნდა, კლუბისგან მხარდაჭერა მქონდა და ჩვენ ეს ტრანსფერი ერთად განვახორციელეთ".

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" მესუთ იოზილში კლუბისთვის სარეკორდო თანხა 50 მილიონი ევრო გადაიხადა.

გიორგი ბალახაძე 

 

 

0.117602