ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელის რანგში, მესუთ იოზილმა “მეთოფეთა” ოფიციალური საიტისთვის პირველი კომენტარი გააკეთა. მადრიდის “რეალის” ყოფილი პლეიმეიკერი არსენ ვენგერის გუნდში გადასვლას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
“ბრწყინვალე შეგრძნება მაქვს. ახალი გამოწვევა მახარებს. მოუთმენლად ველი მთავარ მწვრთნელთან, თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან შეხვედრას. გარდა ამისა, ლონდონური ცხოვრებაც მაინტერესებს. ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო პერიოდი იქნება.
“არსენალი” იმიტომ ავირჩიე, რომ ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. რჩევა ვკითხე თუ არა მერტეზაკერსა და პოდოლსკის? სამწუხაროდ, არა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ვენგერს ტელეფონით ვესაუბრე და ტრანსფერში დამარწმუნა.
“არსენალის” ამ შემადგენლობას წარმატების მიღწევა ძალუძს. უკანასკნელ წლებში, “მეთოფეები” არცთუ წარმატებით ასპარეზობდნენ, ახლა კი, ტიტულების მოგება ძალიან გვინდა. სერიოზული პოტენციალი გვაქვს”, - განაცხადა იოზილმა.