ფეხბურთი

13:01 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: “როსიცკის ვგავარ”

ლონდონის “არსენალის” პლეიმეიკერმა მესუთ იოზილმა თავისი თანაგუნდელი ტომაშ როსიცკი შეაქო. გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მიაჩნია, რომ მისი თამაშის სტილი ვეტერანი ჩეხისას ჰგავს.

“მე და როსიცკი ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ძლიერები ვართ, როცა ბურთს ვფლობთ და გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებთ. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა. ჩემი აზრით, ტომაში პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ასეთი თანაგუნდელის ყოლა დიდი ბედნიერებაა”, - განუცხადა ნახევარმცველმა “მეთოფეთა” ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” მადრიდის “რეალიდან” გადაბარგდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117944