მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ 2013 წლის “ოქროს ბურთს” ყოველ მიზეზ გარეშე მისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.
“ის არა მარტო “რეალის” ან პრიმერა დივიზიონის, არამედ მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელია. ამაში დღითიდღე უფრო მეტად ვრწმუნდები. მაპატიონ ჩემმა საკლუბო და სანაკრებო მეგობრებმა, თუკი ვინმე არ მეთანხმება, მაგრამ ჩემი აზრით 2013 წლის მონაცემებით, “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე მეტად ეკუთვნის” – უთხრა იოზილმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.