ლონდონის “არსენალის” პლეიმეიკერ მესუთ იოზილს მხრის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა განუცხადა ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტს.
“რა თქმა უნდა, ვისურვებდი, იოზილი ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ მას მხარი აქვს დაზიანებული. მესუთი უახლოეს 2-3 მატჩს გამოტოვებს”, - განაცხადა ვენგერმა.
ცნობისათვის, 1 იანვარს, იოზილი “კარდიფს” დაუპირისპირდება, 4 იანვარს – “ტოტენჰემს”.