ფეხბურთი

13:55 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოზეფ ბლატერი: “ზაფხულში ყატარში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია”

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ზაფხულში ყატარში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია და შესაბამისად, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზამთარში უნდა ჩატარდეს.

“2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად საუკეთესო დრო წლის ბოლოა. რეალისტები უნდა ვიყოთ: ზაფხულში ყატარში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. ვფიქრობ, ტურნირის ჩატარების დრო შეიცვლება” – განაცხადა ბლატერმა ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ივნის-ივლისში ყატარში ჰაერის ტემპერატურა არცთუ იშვიათად 50 გრადუსია.

 

0.135921