დიდი ალბათობით, ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძობს. Sky Sport Italia-ს ცნობით, ჩერნოგორიელს ნისლიანი ალბიონიდან ერთბაშად რამდენიმე კლუბი ეპატიჟება.
რამდენადაც ცნობილია, იოვეტიჩის ხილვა ლონდონურ კლუბებს – “ჩელსისა” და “არსენალს” სურთ. გარდა ამისა, 23 წლის შემტევისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ სიტიც” ჩაერთო. ფლორენციელები თავიანთ ლიდერს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.
თავის მხრივ, იოვეტიჩი “ფიორენტინას” დატოვების სურვილს არ მალავს. ჩერნოგორიელმა კლუბის ხელმძღვანელებს უკვე განუცხადა, რომ 5-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, ახალი გამოწვევა სურს.