ფეხბურთი

16:56 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოვეტიჩი “სიტის” დათანხმდა

 

ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდი სტევან იოვეტიჩი “მანჩესტერ სიტიში” გადასასვლელად მზადაა. შპორტმედიასეტ-ის ცნობით, 23 წლის ჩერნოგორიელმა “ქალაქელებთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ნისლიან ალბიონზე იოვეტიჩს მანჩესტერელები მოუთმენლად ელიან. მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელი “სიტისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ძალითაც, მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.

ჯერჯერობით, კლუბები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან. “ფიორენტინა” 30 მილიონ ევროს ითხოვს, “სიტი” კი, მხოლოდ 25 მილიონზეა თანახმა.

0.11587