არაა გამორიცხული, ფლორენციის “ფიორენტინას” ლიდერი სტევან იოვეტიჩი კლუბში დარჩეს. Corriere dello Sport-ის ცნობით, 23 წლის ჩერნოგორიელი “ბაიერნიდან” მარიო გომესის ტრანსფერის შემდეგ ერთობ გახარებულია და დიდია ალბათობა იმისა, რომ “იების” ხელმძღვანელობას დარჩენაზე დათანხმდეს.
აღსანიშნავია, რომ იოვეტიჩის შეძენა ისეთ კლუბებს სურთ, როგორებიც “არსენალი”, “იუვენტუსი” და “ნაპოლი” არიან. ფლორენციელები თავდამსხმელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.
“ფიორენტინასთვის” იოვეტიჩის შენარჩუნების დამატებითი მოტივაცია ისაა, რომ ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი “მილანში” გეგმავს გადასვლას. ამგვარად, “იებს” ერთბაშად 2 ძლიერი ფეხბურთელის დაკარგვა არ სურთ.