“ფიორენტინას” ჩერნოგორიელი შემტევი სტევან იოვეტიჩი “არსენალის” მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 23 წლის ფეხბურთელის თქმით, მას ლონდონური კლუბი მოსწონს.
“არსენალის” ჩემით დაინტერესების შესახებ მსმენია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დიდი კლუბის ყურადღება მივიქციე. “მეთოფეები” ყოველთვის მომწონდა, რადგან ეს შესანიშნავი კლუბია დიდი ისტორიით. ვან პერსის წასვლის შემდეგ, ლონდონელებს რთული პერიოდი უდგათ, მაგრამ “არსენალი” კვლავ ძლიერი გუნდია.
ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, “არსენალის” ფორმა ჩავიცვა, მაგრამ ჯერჯერობით, “ფიორენტინასთან” კონტრაქტი მაკავშირებს.” – ციტირებს იოვეტიჩის სიტყვებს Sky Sports-ი.