ბოლნისის "სიონი" საკმაოდ კარგ შემადგენლობას უყრის თავს. დღეს გიორგი განუგრავას გადასვლაზე უკვე დავწერეთ და კიდევ ორი ფეხბურთელი გადავიდა ქვემოქართლელთა გუნდში: ნახევარმცველი გივი იოსელიანი და მცველი ლაშა თოთაძე.
როგორც იცით, იოსელიანი ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი უნგრულ "კეჩკემეტიში" გაატარა. რაც შეეხება თოთაძეს, მას უფრო დიდხანს უთამაშია უნგრეთში ("დიორში", "
იოსელიანიც და თოთაძეც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდნენ.
გიორგი კიკნაძის გაწვრთნილი "სიონი" ამჟამად დუშეთშია შეკრებაზე და 15 ივლისს გამართავს ტესტ-მატჩს ცხინვალის "სპარტაკთან". შეხსენებისთვის, ამ ფეხბურთელების გადაყვანამდე, "სიონში" თბილისის "დინამოდან" ორი ფეხბურთელი იჯარით ჩაირიცხა: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობენ.