"ტორონტოს" ლიტველი ცენტრი იონას ვალანჩუნასი და "პორტლენდის" გამთამაშებელი დემიენ ლილარდი ნბა-ს გასული თვის საუკეთესო ახალბედებად დასახელდნენ - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
ვალანჩუნასი დასავლეთ კონფერენციაში ლიდერი გახლდათ მოხსნებში (7,3), დაფარებებში (1,07) და თამაშიდან ზუსტი სროლების პროცენტულ მაჩვენებელში (62), იონასი მეორე ადგილს იკავებს შესრულებული ზუსტი საჯარიმო ტყორცნების მაჩვენებლით (82,2%), ხოლო შედეგიანობით მეოთხეა (11,4 ქულა).
ლილარდი აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ახალბედა უკვე ზედიზედ მეხუთედ გახდა. იგი მარტის თვეში ლიდერობდა საშუალოდ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით (21,3) და შესრულებული შედეგიანი გადაცემებით (6,8). დამიენი ნბა-ს ისტორიაში გახდა მეოთხე კალაათბურთელი, რომელმაც პირველ სეზონში შეძლო 1390 ქულის და 475 შედეგიანი პასის გაკეთება.