ლანჩხუთის "გურიას" 25 წლის ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანის" რიგებში ვარჯიშობს და სავარაუდოდ მალე მარტვილელებთან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
შეხსენებისთვის, "გურიაში" გადასვლამდე იოაბაშვილი სწორედ "მერანის" ღირსებას იცავდა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც იყო.
იობაშვილის წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა "მერანში", გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის ვალერი იობაშვილი.
ედემი ელერჯია