ფეხბურთი

17:35 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვმა რჩეულებს უხმო

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეცაა, 3 სექტემბერს არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 7 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევის სასტარტო შეხვედრაში შოტლანიის დამარცხებას შეეცდება.

ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, მომდევნო მატჩებისთვის 21 ფეხბურთელს უხმო. ნაკრებს მარკო როისი და მარიო გომესი დაუბრუნდნენ.

BILD-ის ინფორმაციით, გერმანელის სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება.

მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), რომან ვაიდენფელერი ("დორტმუნდი"), რონ-რობერტ ცილერი ("ჰანოვერი").

მცველები: ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი"), ერიკ დურმი, მათიას გინტერი, კევინ გროსკროიცი, მათს ჰუმელსი (ყველა "დორტმუნდი"), ბენედიქტ ჰიოვედესი ("შალკე"), ანტონიო რუდიგერი ("შტუტგარტი").

ნახევარმცველები: იულიან დრექსლერი ("შალკე"), კრისტოფ კრამერი ("მიუხენგლადბახი"), ტონი კროოსი, სამი ხედირა (ორივე მადრიდის "რეალი", ესპანეთი), მესუთ იოზილი, ლუკაშ პოდოლსკი (ორივე ლონდონის "არსენალი", ინგლისი), მარკო როისი ("დორტმუნდი"), ანდრე შურლე ("ჩელსი", ინგლისი).

თავდამსხმელები: თომას მიულერი, მარიო გიოტცე (ორივე "ბაიერნი"), მარიო გომესი ("ფიორენტინა").

გიორგი ბალახაძე

0.133036