ფეხბურთი

18:10 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” სამუელი დაუბრუნდა

იტალიური პრესის ცნობით, მილანის “ინტერის” არგენტინელი ცენტრალური მცველი ვალტერ სამუელი გამოჯანმრთელდა და ის სათამაშოდ მზადაა.

აქილევსის მყესის ტრავმის გამო, სამუელს 6 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრეა სტრამაჩონიმ ის კვირას, “სამპდორიას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

სამუელის დაბრუნების მიუხედავად, “ინტერი” გენუაში დიდი დანაკლისით ჩადის. მილანელებს ჟეზუსი, სტანკოვიჩი, მილიტო, ნაგატომო, ობი, კასტელაცი, სილვესტრე და მუდინგაი ვერ დაეხმარებიან.

0.115641