ფეხბურთი

19:09 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” ქულა ალვარომ გადაურჩინა

ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ფრედ მეორე მატჩი დაასრულა.

“ინტერი” გასვლაზე თანაქალაქელ აზალ-ს დაუზავდა – 1:1. ქართველმა მცველებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. მათ მსგავსად ფორვარდი ბაჩანა ცხადაძეც სასტარტოში იყო და მეორე ტაიმის შუაწელში ესპანელმა მიკელ ალვარომ შეცვალა. “ინტერმა” გოლი მე-4 წუთზე გაუშვა, ხოლო საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე ალვარომ დააფიქსირა, რომელიც მასპინძელთა დაცვის შეცდომის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი გამოიყენა. აზალ-ში მცველმა ლაშა კასრაძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა.

“ინტერს” 14 ქულა აქვს და 10-გუნდიან პრემიერლიგას ლიდერობს. აზალ-ი 8 ქულით მე-6 ადგილზეა.

0.123204