მილანის “ინტერს” “საუტჰემპტონის” ფორვარდის – პაბლო ოსვალდოს იჯარით აყვანა სურს. იტალიური მედიის ცნობით, “ნერაძური” 28 წლის თავდამსხმელის გადაბირებაზე უკვე მუშაობს.
“ინტერს” არგენტინული წარმოშობის იტალიელის იჯარით აყვანა წელიწადით სურს. მომდევნო ზაფხულს, მილანელებს ოსვალდოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 11 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ოსვალდომ იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” გაატარა.