სეზონის დასრულების შემდეგ, მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – სამუელ ეტო’ოს გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.
ზაფხულში, კამერუნელს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ კლუბში გადასვლას უპრობლემოდ შეძლებს. თავის მხრივ, “ნერაძურის” მფლობელი ერიკ ტოხირი ახალი გუნდის შექმნას გეგმავს და ერთ-ერთ საჭირო ფეხბურთელად ეტო’ოს მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, “ინტერი” კიდევ ერთი თავისუფალი აგენტით – ნემანია ვიდიჩით გაძლიერდება, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება.