ფეხბურთი

18:05 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ბაჩანა ცხადაძის გოლმა მოაგებინა

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 1:0 სძლია გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს". ეს ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა – ეს მისი მეცხრე გოლია მიმდინარე სეზონში. "ინტერი" მესამე ადგილზეა, ხოლო "სიმურგი" მეექვსეზე.

ბაჩანას მსგავსად, "ინტერის" სასტარტოში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ალექსანდრე იაშვილი, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო გახლდათ.

იტალიის სერია B-ში 'ემპოლიმ" გასვლაზე 0:3 წააგო "ბარისთან", თუმცა მეორე ადგილზე დარჩა.  ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო, ხოლო ლევან მჭედლიძე ჯერ ტრავმას იშუშებს. 

0.141858