სერია A-ს მე-10 ტურის გახსნით მატჩს „ინტერი“ „ატალანტასთან“ არსებული 4-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა. ვალტერ მაცარის შეგირდებმა ბერგამოში ანგარიშის გახსნა კი მოახერხეს, მაგრამ ეს მაჩვენებელი ხუთამდე მაინც გაიზარდა.
პირველი გოლი რიკი ალვარესმა გაიტანა, რომელმაც როდრიგო პალასიოს გადაცემის შემდეგ, ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში გაგზავნა. ანგარიში ხერმან დენისმა გაათანაბრა. „ატალტანას“ საუკეთესო ბომბარდირმა, მორალესის ჩაწოდების შემდეგ, მე-2 სართულზე ბრძოლა ვალტერ სამუელს მოუგო. როგორც ხედავთ, ორივე გოლის შემთხვევაში, გამტანიც და შედეგიანი გადაცემის ავტორიც არგენტინელია.
ატალანტა-ინტერი 1:1 (1:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
ატალანტა (3-4-1-2): კონსილი, სტენდარდო, იეპესი, კანინი, რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი (ბაზელი 74), ბრივიო, მორალესი (მილიაჩო 82), დენისი, ლივაია (მარილუნგო 65).
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი (კარიცო 46), როლანდო, სამუელი, ჟეზუსი, ჟონათანი (ტაიდერი 86), გუარინი (იკარდი 66), კამბიასო, ალვარესი, ნაგატომო, კოვაჩიჩი, პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 0:1 ალვარესი (16), 1:1 დენისი (25).
გაფრთხილებები: სტენდარდო 55, კანინი 60, მილიაჩო 87 - სამუელი 89.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12 (8)-13 (4), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-7, ჯარიმა: 11-14.