მილანის “ინტერის” სატრანსფერო სამიზნეების სიაში “რომას” თავდამსხმელი მატია დესტროც მოხვდა.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ “ინტერი”, ზაფხულში, შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. აქამდე არსებული ინფორმაციით, მილანელთა სამიზნეები ედინ ჯეკო, ფერნანდო ტორესი და ალვარო მორატა იყვნენ. იტალიური პრესის ცნობით, მათ რიგებს დესტროც შეუერთდა.
მატია დესტრო “რომაში” 2012 წლიდან თამაშობს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მან 18 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ივარაუდება, რომ რომაელები მზად არიან 23 წლის ფეხბურთელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.