სერია A-ს 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ინტერი“ და „ნაპოლი“ ხვდებოდნენ, უგოლოდ დასრულდა. სტუმარი გუნდი, შეიძლება ითქვას, უმოტივაციოდაა დარჩენილი - რაფაელ ბენიტესის შეგირდები მე-2 ადგილზე ვეღარ გავლენ და მათ მე-3 პოზიცია თითქმის განაღდებული აქვთ. „ინტერი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მილანელებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ, მაგრამ გოლის გატანა ვერც მათ მოახერხეს.
მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი 86-ე წუთზე, მარკო ანდრეოლისა და გონსალო იგუაინის შეჯახება იყო. არგენტინელმა შემტევმა, ერთ შეხედვით, მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მის თამაშს საფრთხე შეექმნა. პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იგუაინს რამდენიმე კვირა კი გაუცდება, მაგრამ ის მუნდიალზე მაინც ითამაშებს.
დღის მე-2 მატჩში, სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ „ბოლონიასთან“ იოლად იმარჯვა „ფიორენტინამ“, რომლის რიგებშიც კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ხუან კუადრადომ. კოლუმბიელმა შემტევმა, 3:0 მოგებულ შეხვედრაში, 2 გოლი თავად გაიტანა, ხოლო ერთი ილიჩიჩს გაატანინა.
ბოლონია-ფიორენტინა 0:3 (0:2)
ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000
ბოლონია (4-2-3-1-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი (კრისტალდო 44), კრინი (ფრიბერგი 46), ხრისტოდულოპულოსი, გარიკსი, პაციენცა, მორლეო (ჩეხი 61), კონე, აკვაფრესკა.
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, დიაკიტე, ვარგასი, აკვილანი, პისარო, ვალერო (ამბროზინი 60), ხოაკინი (მატოსი 67), კუადრადო, ილიჩიჩი (ვოლსკი 75).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 0:1 კუადრადო (23), 0:2 ილიჩიჩი (34), 0:3 კუადრადო (87).
გაფრთხილებები: კონე 71 - დიაკიტე 11.
მსაჯი: დავიდე მასა.
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 16 (6)-14 (8), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-6, ჯარიმა: 14-9.
ინტერი-ნაპოლი 0:0
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, რანოკია, ანდრეოლი, კოვაჩიჩი, ნაგატომო, ერნანესი (გუარინი 74), კამბიასო, დ’ამბროზიო (ძანეტი 68), იკარდი (კუზმანოვიჩი 80), პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, ენრიკე, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი, ინლერი, ჟორჟინიო, კალიეხონი, მერტენსი (ჰამშიკი 70), ინსინიე, იგუაინი (პანდევი 86).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გაფრთხილებები: ერნანესი 61 - ბრიტოსი 26, ენრიკე 37, გულამი 83.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 14 (6)-14 (1), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-6, ჯარიმა: 6-9.