მილანის “ინტერმა” ყაზანის “რუბინთან” იან მვილას თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ფრანგი შუახაზელის პრეზენტაციაც მოაწყო. “ინტერის” ფეხბურთელის რანგში, მვილამ პირველი კომენტარიც გააკეთა.
“ვეცდები, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო. “ინტერი” ამბიციური კლუბია, რომელიც მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. როცა “ინტერის” ინტერესის შესახებ გავიგე, წუთითაც არ დავფიქრებულვარ და მაშინვე დავთანხმდი. აქ ფულისთვის არ მოვსულვარ – მთავარია, პროექტის ნაწილი ვიყო.
საყვარელ პოზიციას რაც შეეხება, დაცვის ცენტრის წინ თამაში მიყვარს. ამბობენ, რომ ცუდი ბიჭი ვარ? ეს ფრანგული პრესის მოგონილია”, - განაცხადა მვილამ.