ფეხბურთი

21:34 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” იკარდი სრულად გამოისყიდა

მილანის “ინტერმა” 21 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა.

იკარდი “სამპდორიადან” “ინტერში” გასულ ზაფხულში გადავიდა. არგენტინელი ფეხბურთელი “ინტერში” თამაშობდა, მაგრამ სატრანსფერო უფლებების ნახევარი გენუელებს ეკუთვნოდათ.

“ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა “სამპდორიასთან” შეთანხმებას მიაღწია და იკარდის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა.

მაურო იკარდიმ, სერია A-ს გასულ გათამაშებაში, 22 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.118421