ფეხბურთი

2:06 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ ძანეტი „ლაციოს“ განადგურებით გააცილა

„ინტერის“ ლეგენდამ, ხავიერ ძანეტიმ „ჯუზეპე მეაცაზე“ ბოლო თამაში ჩაატარა. 40 წლის კაპიტანს თანაგუნდელებმა ღირსეული გაცილება მოუწყვეს - „ლაციო“ 4:1 გაანადგურეს და შეიძლება ითქვას, ევროპის ლიგის საგზური გაინაღდეს. სასწაული უნდა მოხდეს, „ნერაძური“ მე-6 ადგილზე დაბლა რომ ჩამოვიდეს და ევროზონის მიღმა დარჩეს.

თამაში „ინტერის“ გულშემატკივრებისთვის ცუდად დაიწყო. ძანეტის სათადარიგოთა სკამზე ხილვას ისიც დაემატა, რომ მე-2 წუთზე „ლაციომ“ ანგარიში გახსნა. ჰანდანოვიჩის კარში გოლი, ახლო მანძილიდან დარტყმით, ბიავამ გაიტანა.

ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, „ინტერმა“ პირველი ტაიმი მაინც დამაჯერებლად მოიგო. მე-7 და 34-ე წუთებზე, კოვაჩიჩის 2 ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, გოლები პალასიომ და იკარდიმ გაიტანეს. 37-ე წუთზე, პალასიომ ნაგატომოს ფლანგური გადაცემა გამოიყენა და დუბლი გაიფორმა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში მოედანზე ძანეტიც გამოჩნდა, ხოლო შეხვედრის მიწურულს სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ლამაზი გოლიც იხილეს. „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ერნანესმა, საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.

ევროპის ლიგაზე გასვლის შანსები შეიმცირა „ვერონამ“, რომელმაც ტურის პირველ მატჩში „უდინეზეს“ ვერ სძლია. არადა, ანდრეა მანდორლინის შეგირდები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. „ანტონიო ბენტეგოდიზე“ გამართული მატჩიდან „უდინეზეს“ უბერებელი თავდამსხმელის, ანტონიო დი ნატალეს გოლია გამოსარჩევი. 36 წლის ფეხბურთელმა, 56-ე წუთზე, პერეირას გადაცემა მიიღო და ბრუნვაში ისე დაარტყა, რომ ბურთს მიწაზე დაშვების საშუალება არ მისცა.

 

ვერონა-უდინეზე 2:2 (1:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000

ვერონა (4-3-3): რაფაელი, პილუდი (კაჩატორე 46), მორასი, მარკესი, აგოსტინი, სალა, სირილიანო, ჰალფრედსონი (მაიეტა 82), ტალები (დონადელი 69), ტონი, მარკინიო.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

უდინეზე (4-3-2-1): სკუფეტი, ორტო (ვიდმერი 76), დანილო, დომიცი, გაბრიელი, პინცი, ალანი (ბადუ 87), ლაცარი, ლოპესი (იებდა 75), პერეირა, დი ნატალე.

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 1:0 ტონი (14, პენ), 2:0 ჰალფრედსონი (54), 2:1 დი ნატალე (56), 2:2 ბადუ (90+2).

გაფრთხილებები: ტალები 53, დონადელი 81 - ორტო 11, დომიცი 53, დანილო 57, ალანი 65.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 10 (4)-16 (7), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-2, ჯარიმა: 14-14.

 

ინტერი-ლაციო 4:1 (3:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 64718

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია, სამუელი, როლანდუ, ჟონათანი (ძანეტი 52), კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი (ტაიდერი 74), ნაგატომო, ერნანესი, იკარდი, პალასიო (მილიტო 64).

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

ლაციო (3-4-3): ბერიშა, ბიავა, კანა, დიასი, გონსალესი (ლედესმა 46), ონაზი (კანდრევა 68), ბილია, პერეირინია, კეიტა, კლოზე, ანდერსონი (მინალა 82).

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

გოლები: 0:1 ბიავა (2), 1:1 პალასიო (7), 2:1 იკარდი (34), 3:1 პალასიო (37), 4:1 ერნანესი (79).

გაფრთხილებები: პალასიო 30 - ონაზი 46.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 9 (7)-17 (9), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 2-0, სეივი: 8-3, ჯარიმა: 13-15.

0.135787