ფეხბურთი

12:57 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" დერბი წააგო

 

აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველ-მეორეადგილოსნების მატჩი გაიმართა. კახა ცხადაძის "ინტერმა" 0:1 წააგო "ნეფთჩისთან" და 4 ქულით ჩამორჩა ლიდერს. "ინტერის" სასტარტოში იყვნენ გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი და ბაჩანა ცხადაძე. უფრო მეტს სწორედ კახა ცხადაძის გუნდი უტევდა, თუმცა ერთადერთი გოლი "ნეფთჩის" შემტევმა ჯულიუს ვობაიმ გაიტანა საჯარიმო დარტყმით.

კახა ცხადაძე: "საინტერესო, მხიარული მატჩი იყო. ყველაფერი ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. დარტყმის დროს თავდაჯერებული უნდა იყო. ბოლო 15 წუთში ზედმეტი ნერვიულობის გარეშე უნდა გამოგვეყენებინა უპირატესობა. "ნეფთჩის" 4 ქულით ჩამოვრჩებით, რაც ცოტა არაა, თუმცა წინ 8 ტურია და ბრძოლა გრძელდება. კრეატიული ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვს. რა თქმა უნდა, წაგების არბიტრზე გადაბრალება არასწორი იქნებოდა, თუმცა ვფიქრობ, მან საუკეთესოდ ვერ იმსაჯა. ბევრი შეცდომა დაუშვა".

"ნეფთჩის" მწვრთნელმა ბეიუქაღა გაჯიევმა კი, რომელიც  მუდამ გამოირჩეოდა ორიგინალური კომენტარებით, ასეთი რამ თქვა:

"ათი მატჩიც რომ ვითამაშოთ "ინტერთან", ათივეს მოვუგებთ".

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმაც" წააგო, კერძოდ, შინ 0:1 "ბაკისთან". ბაქოელთა შორის არ უთამაშია გიორგი ფოფხაძეს. "სიმურგი" მეოთხე ადგილზეა, "ბაკი" - მეხუთეზე.

0.121001