დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ნემანია ვიდიჩი სეზონის ბოლოს მილანის “ინტერს” მიაშურებს. აპენინური პრესის ცნობით, 32 წლის სერბისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ “ნერაძურია”.
ვეტერან სერბს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “ინტერს” მასში თანხის გადახდა არ მოუწევს. მილანელები ვიდიჩს ხელფასის სახით წლიურ 2.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ჯერჯერობით, თავად ვიდიჩი სამომავლო გეგმებზე კომენტარს არ აკეთებს.