ფეხბურთი

20:26 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ტომ ინსით დაინტერესებას ადასტურებს

მილანის “ინტერი” წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ ინსის შვილის, ტომ ინსის მიმართ ინტერესს ადასტურებს.

22 წლის შემტევი “ბლექპულის” საკუთრებაა, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ “ინტერს” ინსის ხელში უფასოდ ჩაგდება შეუძლია.

“ინსი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტი უმთავრდება და რომელიც რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ტომი მამის გზას დაადგება და “ინტერში” გადმოვა.” – აცხადებს “ნერაძურის” ტექნიკური დირექტორი პიერო აუზილიო.

ტომ ინსის მამა, პოლ ინსი, “ინტერში” 1995-97 წლებში თამაშობდა. მილანური გუნდის მაისურით მან 73 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

0.114987