იტალიური მედიის ცნობით, მილანის "ინტერი" დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველით, ალექს ტეიშეირათი დაინტერესდა. მოგეხსენებათ, 24 წლის ფეხბურთელი იმ მოთამაშეთა შორისაა, რომლებმაც უკრაინაში დაბრუნებაზე, ამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, უარი განაცხადეს.
როგორც ჩანს, მილანელებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სურთ ტეიშეირა ხელში სწრაფად ჩაიგდონ. თუმცა, ჯერჯერობით, მილანელებს უკრაინელებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
გასულ სეზონში ტეიშეირამ 40 მატჩი ჩაატარა და 9 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 15 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
გიორგი ბალახაძე